დაბინძურებული ჰაერი ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს
ამერიკელმა მეცინიერებმა დაადგინეს, რომ დაბინძურებული ჰაერი ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს. ასევე ზრდის ახალშობილებში თვალების, კანის ინფიცირების და ასთმის განვითარების რისკს. აშშ-ში ნაადრევი მშობიარობის 3% დაკავშირებულია დაბინძურებულ ჰაერთან, რომელიც შემდგომში ზრდის ახალშობილების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა რიცხვს.