დავით თოთაძე ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს უხელმძღვანელებს
ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორად დავით თოთაძე დაინიშნა. მას საქართველოს წამყვან კლინიკებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
დავით თოთაძე წლების განმავლობაში კავკასიის მედიცინის ცენტრს კომერციული დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა. ის წლები იყო ჩართული ევექსი ჰოსპიტლებისა და კარაპს მედლაინის ფინანსური და სამედიცინო სერვისების მართვაში.
,, ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა გავხდე იმ პროფესიონალთა გუნდის წევრი, რომელმაც სწორი მენეჯმენტითა და განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სტილით ძალიან მოკლე ხანში საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში დაიმკვიდრა თავი, ამავდროულად შეძლო მოეპოვებინა ყველაზე მთავარი, ჩვენი მოქალაქეების ნდობა“-განაცხადა დავით თოთაძემ რომელმაც, გუნდს, სამომავლო გეგმებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ თავის ხედვები გააცნო .
,,ჩვენი სამომავლო გეგმები ისევ და ისევ განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, 2025 წლის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისთვის სამზადისი დაწყებულია და აქტიურ პროცესში ვართ, ეს აისახება როგორც მენეჯმენტის რგოლის თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვაზე, ისე პაციენტის უსაფრთხოებისა და მომსახურების ახალ საფეხურზე გადასვლაზე. ბევრ სიახლეს ვგეგმავთ სამედიცინო აპარატურის და ახალი სერვისების განვითარების კუთხით, რათა ჩვენ მოქალაქეებს ერთ სივრცეში შევთავაზოთ მაქსიმალურად მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“-აღნიშნა თოთაძემ.
დავით თოთაძეს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ფლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხს. კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით გავლილი აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ჰოსპიტალური მენეჯმენტის მიმართულებით.