დიაბეტური კომა

24 მაი, 2022
დიაბეტური კომა არის დიაბეტის გართულება, რომელიც გამოწვეულია შაქრის ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ციფრებით. დიაბეტური კომის დროს პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, გონების კარგვა. დიაბეტური კომა არის სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა.

 

დიაბეტური კომის განვითარებამდე, ჩვეულებრივ ვითარდება შაქრის მაღალი ციფრებისთვის ან დაბალი ციფრებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

შაქრის მაღალი ციფრების სიმპტომები: გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, ადვილად დაღლა, გულისრევა, ღებინება, ჰაერის უკმარისობა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება.

შაქრის დაბალი ციფრების სიმპტომები: აფორიაქება, შიში, სისუსტე, ოფლიანობა, შიმშილი, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მეტყველების გაძნელება.

დიაგნოსტიკა: შაქრის დონე სისხლში, კეტოსხეულების, კრეატინინის, ელექტროლიტების განსაზღვრა.