დაავადებები

დაავადების აღწერა პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი ხშირი ენდოკრინული დაავადებაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დროს, აღინიშნება საკვერცხეების გადიდება და ფოლიკულები– მცირე ზომის სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა. ფოლიკულები ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ორივე საკვერცხეზე ჩანს. მენსტრუალური ციკლის გაიშვიათება და გახანგრძლივება, თმიანობის მომატება,…

დაავადების აღწერა პოლიციტემია ვერა თანდათანობით განვითარებადი სისხლის უჯრედების პათოლოგიაა, რომლის გამოც ძვლის ტვინი ჭარბი რაოდენობით სისხლის წითელ უჯრედებს წარმოქმნის. პოლიციტემია შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ჭარბი სინთეზითაც. ჭარბი უჯრედები ასქელებს სისხლს და იწვევს გართულებებს, როგორიცაა სისხლის თრომბის წარმოქმნის…

დაავადების აღწერა პოლიჰიდრამნიოზი ამნიოტური სითხის (სანაყოფე წყლები) ჭარბად დაგროვების მდგომარეობაა. ეს სითხე ნაყოფის გარშემო მდებარეობს საშვილოსნოში, ორსულობის დროს. პოლიჰიდრამნიოზი ორსულობების დაახლოებით 1%–ში გვხვდება. პოლიჰიდრამნიოზის უმეტესი შემთხვევა მსუბუქია და გამოიხატება ამნიოტური სითხის დაგროვებით ორსულობის მეორე ნახევარში. მძიმე პოლიჰიდრამნიოზი იწვევს სუნთქვის უკმარისობას,…

დაავადების აღწერა პიროვნული აშლილობა მენტალური აშლილობის ტიპია, რომლის დროსაც ადამიანს აქვს ხანგრძლივი და არაჯანსაღი ფიქრის, ფუნქციონირებისა და ქცევის პროცესები. პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს აქვს პრობლემა სიტუაციის სწორი აღქმის, ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ეს იწვევს ურთიერთობების შეზღუდვებს, სოციალურ პრობლემებს სამსახურსა და სკოლაში.…

დაავადების აღწერა პეირონის დაავადება იწვევს ფიბროზული ნაწიბურის განვითარებას პენისში, რაც იწვევს პენისის მოხრას და მტკივნეულ ერექციებს. პენისს სხვადასხვა ზომა და ფორმა შეიძლება ჰქონდეს. მოხრილი ერექცია ხშირია და ყოველთვის არ მიანიშნებს სამედიცინო პრობლემაზე. თუმცა, ზოგიერთ მამაკაცში, პეირონის დაავადება იწვევს მნიშვნელოვან მოხრას…

დაავადების აღწერა პილონიდალური კისტა კანქვეშ გაჩენილი ჯიბეა, რომელიც ძირითადად შეიცავს თმასა და კანის აქერცლილ შრეებს. პილონიდალური კისტა თითქმის ყოველთვის კუდუსუნთან მდებარეობს, დუნდულების გამყოფი ხაზის ზემოთ. პილონიდალური კისტა ძირითადად მაშინ ვითარდება, როცა ამოსული თმა ხვრეტს კანს და შემდეგ ჩაბრუნდება. თუ პილონიდალური…

დაავადების აღწერა პემფიგუსი კანის იშვიათი დაავადებების ჯგუფია, რომელიც იწვევს პირის ღრუს ან გენიტალიების ლორწოვან გარსებზე სითხით სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარის გაჩენას. არსებობს პემფიგუსის ორი მთავარი ფორმა: ვულგარული პემფიგუსი და ფოთლისებრი პემფიგუსი. ვულგარული ფორმა ყველაზე ხშირია. პემფიგუსი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა…

დაავადების აღწერა პერიმენოპაუზა ნიშნავს მენოპაუზის “გარშემო” ასაკს, ანუ დროის იმ პერიოდს, როცა ქალის ორგანიზმი განიცდის ბუნებრივ გადასვლას მუდმივი უშვილობის პერიოდში–მენოპაუზაში. პერიმენოპაუზას მენოპაუზურ გადასვლასაც უწოდებენ. ქალებს პერიმენოპაუზა სხვადასხვა ასაკში ეწყებათ. პირველი ნიშნები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის არარეგულარულობა შესაძლოა 40 წლის ასაკშიც დაიწყოს.…

დაავადების აღწერა პერიოდონტიტი ღრძილების მძიმე ინფექციას წარმოადგენს, რომელიც აზიანებს რბილ ქსოვილებსა და კბილების დამჭერ, გამმაგრებელ ძვლებს. პერიოდონტიტმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილის დაკარგვა ან უარეს შემთხვევებში გულის შეტევა, ინსულტი და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები. პერიოდონტიტი ხშირია, თუმცამ ისი თავიდან არიდება შესაძლებელია. პერიოდონტიტი…

დაავადების აღწერა პერიფერიული არტერიების დაავადება სისხლის მიმოქცევის ხშირი პათოლოგიაა, რომლის დროსაც შევიწროებული არტერიები კიდურებში სისხლის დინებას ამცირებენ. როდესაც აღინიშნება პერიფერიული არტერიების დაავადება, კიდურები – ძირითადად ქვედა – ვერ იღებენ მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის სისხლს. ეს მდგომარეომა იწვევს სიმპტომებს, განსაკუთრებით ფეხის ტკივილს…

დაავადების აღწერა პერიფერიული ნერვები თავის ტვინსა და ზურგის ტვინს ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებთან აკავშირებენ, როგორიცაა კუნთები და კანი. პერიფერიული ნერვები მყიფეა და ადვილად ზიანდება. ნერვის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინსა და სხვა ორგანოებს შორის კომუნიკაციის დარღვევა. თუ თქვენ აღგენიშნებათ ჩხვლეტის შეგრძნება…

დაავადების აღწერა პერიფერიული ნერვების სიმსივნეები წარმოადგენენ მასებს, რომლებიც ვითარდება ნერვებზე(პერიფერიული ნერვები) ან მის მიმდებარე ქსოვილებში. პერიფერიული ნერვები თავისა და ზურგის ტვინს ორგანიზმის სხვა ნაწილებთან აკავშირებენ. პერიფერიული ნერვების სიმსივნე შესაძლოა აღმოცენდეს ორგანიზმის ნებისმიერ წერტილში და ზეგავლენა იქონის პერიფერიული ნერვების ფუნქციონირებაზე. პერიფერიული…