დაავადებები

დაავადების აღწერა რკინადეფიციტური ანემია ანემიის ხშირი ფორმაა. ანემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში არასაკმარისი რაოდენობით ჯანმრთელი წითელი უჯრედებია (ერითროციტები). ერითროციტებს მიაქვთ ჟანგბადი ორგანიზმის ქსოვილებში. როგორც სახელიდან ვხვდებით, რკინადეფიციტური ანემიის დროს არის რკინის დეფიციტი. რკინის გარეშე ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ნაერთს,…

დაავადების აღწერა რეტენირებული სიბრძნის კბილები ეწოდება სიბრძნის კბილებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ადგილი ამოსვლისთვის და განვითარებისთვის. სიბრძნის კბილები ბოლო კბილებია, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ამოდის. ადამიანების უმეტესობას ოთხი სიბრძნის კბილი აქვს, ორი ზემოთ და ორი ქვემოთ. სიბრძნის კბილის რეტენციას შეუძლია გამოიწვიოს…

დაავადების აღწერა რბილი სასის კიბო სიმსივნეა, რომელიც სასაში იწყება. რბილი სასა მდებარეობს პირის ღრუს უკანა ნაწილში, კბილების უკან. რბილი სასის კიბო ხახის კიბოს ერთ–ერთი ტიპია. ექიმები ამ სიმსივნეებს მსგავსი მეთოდებით მკურნალობენ, ხშირად ქირურგიული ჩარევის, სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის კომბინირებით. გამომწვევი…

დაავადების აღწერა როზაცეა კანის ხშირი დაავადებაა, რომელიც იწვევს სიწითლეს და მცირე ზომის, წითელ, ჩირქით სავსე ამობურცულობებს კანზე. მიუხედავად იმისა, რომ როზაცეა ნებისმიერ ასაკში შესაძლოა აღმოცენდეს, დაავადება ყველაზე ხშირია საშუალო ასაკის ღია ფერის თმის მქონე ქალებში. სამედიცინო ჩარევის გარეშე, როზაცეას ახასიათებს…

დაავადების აღწერა რუმინაციის სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი განმეორებით და უნებლიედ იღებს მოუნელებელ საკვებს კუჭიდან პირის ღრუში, შემდეგ ხელახლა ღეჭავს მას და შემდგომ ისევ ყლაპავს ან აფურთხებს. რუმინაცია არის რეფლექსი და არა ცნობიერი გადაწყვეტილება. რუმინაციის სინდრომი შესაძლოა მიმდინარეობდეს დიაგნოზის…

დაავადების აღწერა რეის სინდრომი იშვიათი, მაგრამ მძიმე მდგომარეობაა, რომელიც იწვევს შეშუპებას ღვიძლსა და თავის ტვინში. რეის სინდრომი ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება, რომლებმაც ახლახანს გადაიტანეს ვირუსული ინფექცია– გრიპი ან ჩუტყვავილა. რეის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია დაბნეულობა, გულყრა, ცნობიერების დაკარგვა…

დაავადების აღწერა რაბდომიოსარკომა კიბოს იშვიათი ფორმაა, რომელიც ორგანიზმის რბილ ქსოვილებში ვითარდება, როგორიცაა კუნთი და შემაერთებელი ქსოვილი. რაბდომიოსარკომის დროს, კიბოს უჯრედები ემსგავსებიან კუნთის უმწიფარ უჯრედებს. რაბდომიოსარკომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ უფრო ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებში. რაბდომიოსარკომა ყველაზე ხშირად გვხვდება ამ…

დაავადების აღწერა რევმატიზმი წარმოადგენს ანთებით დაავადებას, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის არასათანადო მკურნალობამ ან ქუნთრუშამ. ყელის სტრეპტოკოკული ანთება და ქუნთრუშა განპირობებულია A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიებით. რევმატიზმი ხშირია 5-15 წლის ბავშვებში, თუმცა დაავადება მცირეწოლვან ბავშვებსა და ზრდასრულებშიც გვხვდება. მიუხედავად იმისა,…

დაავადების აღწერა რაქიტი წარმოადგენს ძვლების დარბილებასა და დასუსტებას ბავშვებში. მდგომარეობა, როგორც წესი, გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით. D ვიტამინი ასტიმულირებს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვალში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის დარღვევას, რაც განაპირობებს რაქიტს. იმ…

დაავადების აღწერა რეინოს დაავადება იწვევს სხეულის გარვეული ნაწილების, როგორიცაა ხელის თითები ან ფეხის თითები, დაბუჟებას, მგრძნობელობის დაქვეითებას, სიცივის ან სტრესის პირობებში. რეინოს დაავადების დროს, მცირე ზომის არტერიები, რომლებიც თითებს ამარაგებენ, ვიწროვდებიან და ვითარდება ვაზოსპაზმი. რეინოს დაავადება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება.…

დაავადების აღწერა რეაქტიული ართრიტი ვლინდება სახსრების ტკივილითა და შეშუპებით, რომელიც გამოწვეულია ინფექციით სხეულის სხვა ნაწილში– ძირითადად, ნაწლავებში, გენიტალიებსა და საშარდე სისტემაში. მუხლის სახსარი, კოჭის და ტერფის სახსრები ყველაზე ხშირად ზიანდება რეაქტიული ართრიტის გამო. რეაქტიული ართრიტის დროს, ანთება ასევე შეიძლება გამოვლინდეს…

დაავადების აღწერა რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა იშვიათი, მაგრამ მძიმე მდგომარეობაა, რომლის დროსაც ახალშობილი ან ბავშვი ვერ ამყარებს ნორმალურ ურთიერთობას, დამოკიდებულებას მის მშობლებთან ან სხვა მომვლელ პირთან. რეაქტიული დამოკიდებულებითი აშლილობა შესაძლოა განვითარდეს, თუ ბავშვის მოთხოვნილებები კომფორტის, ყურადღების და მოვლის შესახებ არ კმაყოფილდება…