დაავადების აღწერა ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. ნაღვლის ბუშტი მცირე ზომის, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მუცლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ღვიძლის ქვეშ. ნაღვლის ბუშტი ინახავს მომნელებელ სითხეს (ნაღველს), რომელიც გამოიყოფა წვრილ ნაწლავში. უმეტესად, ნაღვლის ბუშტის კენჭები, რომლებიც ბლოკავენ სითხის გადინებას, იწვევენ ქოლეცისტიტს.…