დაავადებები

დაავადების აღწერა მოიამოიას დაავადება სისხლძარღვების(ვასკულური) იშვიათი დაავდებაა, რომლის დროსაც თავის ტვინის ფუძეში არსებული სისხლძარღვები(ვილისის წრე) და თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ზედა სეგმენტები თანდათანობით ვიწროვდება, რაც იწვევს სისხლის შემცირებულ მიწოდებას. მდგომარეობამ შესაძლოა განაპირობოს მინიინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა), ინსულტი და სხვა სიმპტომები.…

დაავადების აღწერა მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექცია გამოწვეულია ბაქტერია სტაფილოკოკის ერთ-ერთი ფორმით, რომელიც რეზისტენტულია ჩვეულებრივი სტაფილოკოკური ინფექციებისთვის განუთვნილი ანტიბიოტიკების მიმართ. ასეთი ტიპის ინფექცია ხშირია იმ პაციენტებში, რომლებიც მოთავსებული იყვნენ საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ასეთ პირობებში განვითარებულ დაავადებას ჯანმრთელობის დაცვასთან ასოცირებული…

დაავადების აღწერა მრავლობითი ენდოკრინული ნეოლპაზია ტიპი 1, იგივე ვერმერის სინდრომი, იშვიათი დაავადებაა, რობელიც იწვევს სიმსივნეებს ენდოკრინულ ჯირკვლებში, წვრილი ნაწლავისა და კუჭის ნაწილებში. დაავადების დროს ენდოკრინული ჯირკვლები, როგორც წესი პარათიროიდის ჯირვკელბში, კუჭქვეშა ჯირკვალში(პანკრეასი) და ჰიპოფიზში იზრდება სიმსივნე, რომელიც გამოყოფს ჭარბი რაოდენობით…

დაავადების აღწერა მრავლობითი მიელომა არის კიბო, რომელიც ყალიბდება სისხლის თეთრ უჯრედის ერთ-ერთ ტიპში, პლაზმურ უჯრედებში. პლაზმური უჯრედები ებრძვიან ავადმყოფობებს ანტისხეულების წარმქოქმნის გზით. ანტისხეუელბი ამოიცნობენ და ანადგურებენ მავნებელ ორგანიზმებს. მრავლობითი მიელომა იწვევს კიბოს უჯრედების ძვლის ტვინში დაგროვებას, სადაც ისინი ჯანმრთელ უჯრედებს…

დაავადების აღწერა მიტრალური სარქვლის პროლაფსი ვითარდება, როცა გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება. მიტრალური სარქვლის პროლაფსის დროს, სარქვლის კარედები ზემოთ ადის გულის შეკუმშვისას და მდებარეობს მარცხენა წინაგულში. მიტრალური სარქვლის პროლაფსი ზოგჯერ იწვევს სისხლის უკან “გაჟონვას”,…

დაავადების აღწერა მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია (მიტრალური რეგურგიტაცია) იგივეა, რაც მიტრალური სარქვლის უკმარისობა. ამ მდგომარეობის დროს მიტრალური სარქველი ბოლომდე ვერ იხურება, რაც იწვევს სისხლის უკან გადასვლას, მარცხენა წინაგულში. შედეგად, გულში სისხლი სწორად ვერ მოძრაობს და ვითარდება სუნთქვის უკმარისობა. მიტრალური რეგურგიტაციის მკურნალობა…

დაავადების აღწერა მიტრალური სარქვლის სტენოზი (მიტრალური სტენოზი) გულის ერთ–ერთი სარქვლის შევიწროებაა. ამ დროს მიტრალური სარქველი ბოლომდე ვერ იღება, რაც იწვევს პარკუჭებამდე სისხლის შეფერხებულ ჩადინებას. მიტრალური სტენოზის დროს პაციენტს აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და სხვა სიმპტომები. მიტრალური სტენოზის მთავარი გამომწვევი მიზეზი რევმატიზმია,…

დაავადების აღწერა მიტელშმერცი ტერმინია, რომელიც გამოიყენება ცალმხრივი, ქვედა მუცლის ტკივილის აღსაწერად, რომელიც თან ახლავს ოვულაციას. მიტელშმერცი გერმანულიდან ითარგმნება როგორც “შუა ტკივილი”, რადგან იგი ვლინდება მენსტრუალური ციკლის შუა ნაწილში– შემდეგ ციკლამდე 14 დღით ადრე. უმეტესად, მიტელშმერცი არ საჭიროებს სამედიცინო ყურადღებას. მარტივი…

დაავადების აღწერა მოლარული ორსულობა/ჰიდრატიფორმული (ბუშტუკოვანი ორსულობა) არის ორსულობის პათოლოგიური ფორმა, რომლის დროსაც კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდება საშვილოსნოში. ასეთი ორსულობის დროს, კვერცხუჯრედი განაყოფიერებულია, მაგრამ ნორმალური ორსულობის მაგივრად, პლაცენტა ყალიბდება კისტების გროვად. მთლიანი მოლარული ორსულობის დროს, არ არსებობს ემბრიონული ან პლაცენტის ქსოვილების ნარჩენები.…

დაავადების აღწერა მეტაქრომატული ლეიკოდისტროფია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება იმ ფერმენტის ნაკლებობა, რომელიც მონაწილეობას იღებს ცხიმოვანი ნივთიერებების(ლიპიდები) დაშლაში. დაავადება იწვევს ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვებას თავისა და ზურგის ტვინში და აგრეთვე პერიფერიულ ნერვებში. შედეგად, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქცია…

დაავადების აღწერა მიკროცეფალია იშვიათი ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც ჩვილის თავის ზომა მკვეთრად ჩამორჩება იმავე ასაკის და სქესის მქონე ჩვილების თავის ზომებს. ზოგჯერ, მიკროცეფალია დაბადებიდან ვლინდება და განპირობებულია საშვილოსნოში თავის არასწორი განვითარებით ან დაბადების შემდგომი განვითარების შეფერხებით. მიკროცეფალიას იწვევს მრავალი გენეტიკური…

დაავადების აღწერა მიკროსკოპული კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს ხანგრძლივ, თხიერ დიარეას. ამ დაავადების დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ნაწლავის მიკროსკოპული გამოკვლევა. არსებობს მიკროსკოპული კოლიტის ორი ნაირსახეობა: 
 
 კოლაგენური კოლიტი, რომლის დროსაც ცილის–კოლაგენის სქელი შრე ვითარდება მსხვილი ნაწლავის ქსოვილში 
 ლიმფოციტური…