დაავადებები

დაავადების აღწერა ტკივილი გულმკერდის არეში მრავალნაირი შეიძლება იყოს, როგორც ბასრი, ასევე ყრუ. ზოგჯერ, ტკივილს აღწერენ, როგორც მოჭერის ან წვის შეგრძნებას. ტკივილი შესაძლოა ვრცელდებოდეს კისერში, ყბაზე, ზურგზე, მხარზე ან ერთ ან ორივე მკლავზე. ტკივილს გულმკერდის არეში მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. სიცოცხლისათვის…

დაავადების აღწერა თანდაყოლილი ჰემორაგიული ტელანგიექტაზია, აგრეთვე ცნობილი, როგორც ოსლერ-ვებერ-რენდუს სინდრომი, არის თანდაყოლილი დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს. უმეტეს შემთხვევაში თანდაყოლილი ჰემორაგიული ტელანგიექტაზია სიცოცხლისთვის საშიში არ არის. განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია სიმპტომების ეფექტური მართვა. თანდაყოლილი ჰემორაგიული ტელანგიექტაზიას მქონე ადამიანებში სისხლძარღვების უმეტესობა ნორმაშია,…

დაავადების აღწერა თავის ტკივილი ბავშვებში ხშირია და არ არის საგანგაშო. ზრდასრულების მსგავსად, ბავშვებშიც სხვადასხვა სახის თავის ტკივილი გვხვდება, მაგალითად შაკიკი და დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი. ზოგ შემთხვევაში, თავის ტკივილი ბავშვებში გამოწვეულია ინფექციით, სტრესით, შფოთვით ან თავის სუსტი ტრავმით. მნიშვნელოვანია ბავშვის…

დაავადების აღწერა თირკმელზედა ჯირკვალში ზოგჯერ კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ვითარდება. თირკმელზედა ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ნაწილია და წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილზე ორგანიზმში. თირკმელზედა ჯირკვალი წყვილი ორგანოა, თითოეული მდებარეობს თირკმელის ზემოთ. ჯირკვალი შეიცავს ორი ტიპის ქსოვილს: ქერქსა და…

დაავადების აღწერა თავის და კისრის სიმსივნეები არის თავსა და კისერში განვითარებული სიმსივნეების ჯგუფი. თავის და კისრის სიმსივნეებია: 
 
 ესთეზიონეირობლასტომა 
 პირის დიაფრაგმის სიმსივნე 
 ტუჩის სიმსივნე 
 პირის სიმსივნე 
 ცხვირის ღრუს სიმსივნეა 
 ნაზოფარინგეალური სიმსივნე 
 პარანაზალური სინუსის…

დაავადების აღწერა თავის ტილი არის პატარა მწერი, რომელიც იკვებება სისხლით თავის სკალპიდან. თავის ტილით ძირითადად ავადდებიან ბავშვები და ეს გამოწვეულია პარაზიტის ერთი ადამიანის თმიდან მეორე ადამიანის თმაზე გადასვლით. ტილების გაჩენა არ არის ცუდი ჰიგიენაზე ან უსუფთავო გარემოზე მიმანიშნებელი. ტილები არ…

დაავადების აღწერა თმის ცვენა შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ სკალპს ან მთელ სხეულს. იგი შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკით, ჰორმონული ცვლილებებით, სამედიცინო მდგომარეობებით ან მედიკამენტებით. თმის ცვენა შეიძლება განუვითარდეს კაცსაც, ქალსაც და ბავშვსაც. სიმელოტე როგორც წესი მოიცავს თმის ჭარბ ცვენას სკალპის არეში. სიმელოტის…

დაავადების აღწერა ტეფის ჩამოვადნის დროს, პაციენტს უჭირს ტერფის წინა ნაწილს აწევა. მდგომარეობის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა სიარულის დროს მიათრევდეთ ტერფის წინა ნაწილს. ტერფის ჩამოვარდნა დაავადება არ არის. ტერფის ჩამოვარდნას იწვევს ნევროლოგიური, კუნთოვანი ან სხვა ანატომიური პრობლემა. ზოგჯერ, ტერფის ჩამოვარდნა დროებითია. თუმცა…

დაავადების აღწერა მელანომა კიბოს ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ყალიბდება მელანინის წარმომქმნელ უჯრედებში. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც კანს თავის შეფერილობას აძლევს. თვალებში აგრეთვე არსებობს მელანინის წარმომქმნელი უჯრედები, რომლებშიც შესაძლოა განვითარდეს მელანომა. თვალის მელანომების უმეტესი ნაწილი ყალიბდება ისეთ წერტილში, რომელსაც სარკეში ჩახედვისას ვერ…

დაავადების აღწერა თვალების დაძაბულობა ვითარდება თვალების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად მათი გადაღლით, მაგალითად მანქანის დიდი დროით ტარეპის შემთხვევაში, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს. თვალების დაძაბულობა შემაწუხებელია, თუმცა არ არის სერიოზული პრობლემა და თვალების დასვენებასთან ერთად გაივლის. ზოგიერთ შემთხვევაში, თვალის დაძაბულობის სიმპტომები მიუთითებს…

დაავადების აღწერა ტუბერკულოზი არის პოტენციურად სერიოზული ინფექციური დაავადება, რომელიც უპირატესად ფილტვებს აზიანებს. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ერთი ადამიანდან მეორეზე ვრცელდება დახველებისას ან დაცემინებისას გამონთავისუფლებული პატარა წვეთების გზით. ტუბერკულოზი განვითარებულ ქვეყნებში იშვიათი დაავადება იყო, 1985 წლიდან კი გაიზარდა ინფექციების რისკი. ეს ნაწილობრივ…

დაავადების აღწერა ტუბეროზული სკლეროზი არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს სხეულის მრავალ ნაწილში კეთილთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას. ტუბეროზული სკლეროზის ნიშნები და სიმპტომები ცვალებადია და დამოკიდებულია სიმსივნეების ადგილმდებარეობაზე. ტუბეროზული სკლეროზის აღმოჩენა ხშირად ჩვილობის ან ბავშვობის ასაკში ხდება. ზოგიერთ ადამიანს მსუბუქი სიმპტომები აქვს,…