დაავადებები

დაავადების აღწერა დეპრესია ფსიქოლოგიური აშლილობაა, რომელიც იწვევს სევდისა და ინტერესის დაკარგვის პერსისტირებულ სიმპტომებს. დეპრესიას ასევე მძიმე დეპრესიის აშლილობას ან კლინიკურ დეპრესიასაც უწოდებენ. აშლილობა ეხება ადამიანის გრძნობებს, ქცევას და იწვევს მრავალ ემოციური და ფიზიკურ პრობლემას. შესაძლოა გიჭირდეთ ყოველდღიური აქტივობების განხორციელება, დეპრესია…

დაავადების აღწერა დერმატიტი ზოგადი ტერმინია და ნიშნავს კანის ანთებას. დერმატიტს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს. უმეტესად, დერმატიტი შესიებული, მოწითალო გამონაყარით ვლინდება, რომელსაც ახლავს ქავილის შეგრძნება. დაზიანებულ კანზე შესაძლოა გაჩნდეს სითხიანი, ჩირქიანი გამონაყარი, ქერქი და აქერცვლა. დერმატიტის მაგალითებია…

დაავადების აღწერა დერმატოგრაფია “კანზე წერის” სახელით ცნობილი მდგომარეობაა. როცა დერმატოგრაფიით დაავადებული ადამიანი მსუბუქად მოიქავებს კანს, კანი წითლდება და შესივდება ზუსტად შეხების ადგილად. ეს ლაქები ქრება დაახლოებით 30 წუთში. დერმატოგრაფიის მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთ პაციენტში იწვევს ინფექცია, ემოციური სტრესი ან მედიკამენტები,…

დაავადების აღწერა დერმატომიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ახლავს კუნთის სისუსტე და სპეციფიკური გამონაყარი კანზე. დერმატომიოზიტი მსგავსად ვლინდება მოზრდილებშიც და ბავშვებშიც.მოზრდილებში, მდგომარეობა გამოიხატება 40–60 წლის ასაკში, ხოლო ბავშვებში 5–15 წლის ასაკში. დერმატომიოზიტი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. დერმატომიოზიტი არ იკურნება, მაგრამ…

დაავადების აღწერა დესმოიდური სიმსივნე კეთილთვისებიანი მასაა, რომელიც შემაერთებელ ქსოვილში გვხვდება. დესმოიდური სიმსივნე ხშირია მკლავებში, ფეხებსა და მუცლის არეში. დესმოიდურ სიმსივნეებს აგრესიულ ფიბრომატოზსაც უწოდებენ. დესმოიდური სიმსივნე იზრდება და მოიცავს ახლომდებარე ქსოვილებსა და ორგანოებს, რითაც იწვევს ნიშნებს, სიმპტომებსა და გართულებებს. მკურნალობა შესაძლოა…

დაავადების აღწერა დესმოპლასტური მცირე ზომის, მრგვალუჯრედოვანი სიმსივნეები რბილი ქსოვილების სიმსივნის ერთ–ერთი იშვიათი ტიპია, რომელიც ძირითადად მუცელში იწყება. დესმოპლასტური მცირე ზომის, მრგვალუჯრედოვანი სიმსივნეები ყველაზე ხშირად ახალგაზრდა კაცებსა და ბიჭებში გვხვდება, თუმცა ფიქსირდება ნებისმიერ ასაკში და ქალებშიც. ეს აგრესიული სიმსივნე ხშირად ქმნის…

დაავადების აღწერა დიაბეტური კომა დიაბეტის სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა, რომელიც ცნობიერების დაკარგვას იწვევს. თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის მკვეთრად ჭარბი ან შემცირებული კონცენტრაცია შესაძლოა გახდეს კომის მიზეზი. დიაბეტური კომის დროს ადამიანი ცოცხალია, მაგრამ არ პასუხობს გამღიზიანებლებზე, როგორიცაა სინათლე, ხმა ან სტიმულის…

დაავადების აღწერა დელირიუმი მძიმე მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანის მენტალური სტატუსი იცვლება, იგი ვერ აღიქვამს გარემოს ადეკვატურად და დაბნეულია. დელირიუმი შესაძლოა სწრაფად დადგეს, რამდენიმე საათში ან დღეში. დელირიუმი ხშირად სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული, როგორიცაა მძიმე ან ქრონიკული კლინიკური დაავადება, მედიკამენტები, ინფექცია, ქირურგიული…

დაავადების აღწერა დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც სისხლში შაქრის მკვეთრად მაღალი დონე იწვევს. სინდრომი უმეტესად მეორე ტიპის დიაბეტის დროს გვხვდება და ხშირად წინ უძღვის სხვა ავადმყოფობა ან ინფექცია. დიაბეტიური ჰიპეროსმოლარული სინდრომის შედეგად, ორგანიზმი ცდილობს, მოიშოროს ჭარბი შაქარი შარდის მეშვეობით.…

დაავადების აღწერა ზღვაში ცურვის ან ყვინთვის დროს, მედუზებთან შეხება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, შესაბამისად ხშირია დასუსხვის შემთხვევებიც. მედუზის გრძელი საცეცები შეიცავენ ათასობით მიკროსკოპულ წვერს, რომლებიდანაც შხამი გამოდის. მედუზას დასუსხვა სხვადასხვა სიძლიერის შეიძლება იყოს. უმეტესად, ვლინება უცაბედი ტკივილი და შეწითლებული, გაღიზიანებული ლაქები…

დაავადების აღწერა დე კერვენის ტენოსინოვიტი მტკივნეული დაავადებაა, რომელიც ეხება მაჯის ცერა თითის მხარეს მდებარე მყესებს. თუ გაქვთ დე კერვენის ტენოსინოვიტი, ტკივილი შეგაწუხებთ მაჯის მოძრაობის ნებისმიერ ჯერზე, ნივთის დაჭერის ან მუშტის შეკვრის დროს. დე კერვენის ტენოსინოვიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ…

დაავადების აღწერა დაძაბულობითი თავის ტკივილი იშვიათი პათოლოგიაა და გამოწვეულია ხველით ან სხვა სახის დაძაბვით- ცემინებით, ცხვირის მოწმენდით, სიცილით, ტირილით, სიმღერით, სხეულის მოხრით ან დეფეკაციის დროს. ექიმები დაძაბულობითი თავის ტკივილის ორ კატეგორიას გამოყოფენ. პირველადი დაძაბულობითი თავის ტკივლი, ძირითადად, უვნებელია, არის ხანგამოშვებითი…