დაავადებები

დაავადების აღწერა ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლების ანთება. ნუშურა ჯირკვლები წყვილი ორგანოა, რომელიც მდებარეობს ყელის უკანა ნაწილში. ტონზილიტის ნიშნები და სიმპტომებია ნუშურა ჯირკვლების შესიება, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და კისრის გვერდითა ნაწილებში მგრძნობიარე ლიმფური კვანძები. ტონზილიტის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია ვირუსული ინფექციით,…

დაავადების აღწერა თრომბოციტოპენია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში არის თრომბოციტების ნაკლებობა. თრომბოციტები არიან უფერული უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლდენის შეჩერებაში თრომბის წარმოქმნის გზით. თრომბოციტოპენია ხშირად ვითარდება სხვა დაავადების, მაგალითად ლეიკემიის ან იმუნური სისტემის პათოლოგიის გამო. იგი აგრეთვე შეიძლება მედიკამენტების გვერდითი ეფექტი…

დაავადების აღწერა თავის სინუსური ტკივილები წარმოადგენენ თავის ტკივილებს, რომლებიც აღიქმება ,როგორც სინუსების ინფექცია (სინუსიტი). თქვენ შესაძლოა იგრძნოთ ზეწოლა თვალების, ლოყებისა და შუბლის გარშემო. შესაძლოა თავის არეში აღინიშნებოდეს ფეთქვის შეგრძნებაც. თუმცა პაციენტების უმრავლესობას, ვინც თვლის რომ თავის ტკივილი სინუსიტით არის გამოწვეული,…

დაავადების აღწერა ტერორის შეტევები ძილის დროს წარმაოდგენენ ყვირილის, ინტენსიური შიშისა და ხელ-ფეხის ქნევის ეპიზოდებს ღამის განმავლობაში, ძილის პერიოდში. ტერორის შეტევები ძილის დროს უკავშირდება ძილის დროს სიარულს. ძილის დროს სიარულის მსგავსად, ტერორის შეტევები კლასიფიცირდება, როგორც პარასომნია – არასასურველი შემთხვევა ძილის დროს.…

დაავადების აღწერა თვითდაზიანება წარმოადგენს განზრახ საკუთარი თავის ვნებას, მაგალითად სხეულის ნაწილის გაჭრას ან დაწვას. როგორც წესი, მდგომარეობ არ გულისხმობს თვითმკვლელობის მცდელობას. თვითდაზიანება არაჯანსაღი მცდელობაა ემოციურ ტკივილთა, ძლიერ ბრაზთან და იმედგაცრუებებთან გამკლავებისა. მიუხედავად იმისა, რომ თვითდაზიანება დროებით შვებას ჰგვრრის პაციენტს და…

დაავადების აღწერა თირკმლის არტერიის სტენოზი წარმოადგენს თირკმელში მიმავალი ერთი ან მეტი არტერიის შევიწროვებას. არტერიების შევიწროება ხელს უშლის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის საკმარისი რაოდენობის მიწოდებას თირკმლისადმი. თირკმლებს ესაჭიროებათ სისხლით სათანადო მომარაგება, რათა გაფილტრონ ნარჩენი პროდუქტები და გაათავისუფლონ ორგანიზმი ჭარბი სითხეებისგან. თირკმელში სისხლის…

დაავადების აღწერა თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე რეალურად მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქალაშიდა წნევა საგრძნობლად იმატებს, თვალსაჩინო მიზეზის გარეშე. სიმპტომებით, მდგომარეობა წააგავს თავის ტვინის სიმსივნეს, მაგრამ სიმსივნე არ დასტურდება ტვინში. თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებსა და მოზრდილებში, მაგრამ ყველაზე ხშირია ჭარბწონიან ქალებში,…

დაავადების აღწერა თირკმლის პოლიკისტური დაავადება მემკვიდრული მდგომარეობა, რომლის დროსაც ვითარდება მრავლობითი კისტები თირკმელებში. კისტები არ არის სიმსივნური და წარმოადგენს მრგვალ ჯიბეს, რომელიც შეიცავს სითხეს. კისტები განსხვავდებიან ზომით და რაც უფრო მეტ სითხეს იგროვებენ, მით დიდი ზომის არიან. თირკმელი ამ დაავადების…

დაავადების აღწერა ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც მრავალ სიმპტომს მოიცავს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სხვ. სიმპტომები რამდენიმე კვირას ან თვეს გრძელდება, იმ ტრავმის შემდეგ, რომელმაც შერყევა გამოიწვია. ტვინის შერყევა მსუბუქი დაზიანებაა, ძირითადად თავის დარტყმის შედეგად. ცნობიერების დაკარგვა არ…

დაავადების აღწერა მტკივნეული სქესობრივი კავშირი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემებით. მრავალ ქალს აქვს მსგავსი ეპიზოდი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც. ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს სამედიცინო ტერმინით დისპარეუნია ეწოდება. დისპარეუნია განიმარტება, როგორც პერსისტირებადი ან განმეორებითი გენიტალიური ტკივილი,…

დაავადების აღწერა ბავშვებსი თავის ტვინის სიმსივნეები წარმოადგენენ არანორმალური უჯრედების მასებსა და წანაზარდებს, რომლებიც ვითარდებიან თავის ტვინსა ან მის მიმდებარე ქსოვილებში. ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეების მრავალი ფორმა არსებობს, რომელთაგანაც ზოგი კეთილთვისებიანია, ზოგი კი ავთვისებიანი. მკურნალობა და გამოჯანმრთელების შანსი(პროგნოზი) დამოკიდებულია სიმსივნის ფორმაზე,…

დაავადების აღწერა თალასემია არის თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც სისხლში შემცირებულია ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობა. არსებობს თალასემიის მრავალი ფორმა, მათ შორის ალფა თალასემია, ბეტა თალასემია, კულის ანემია და ჰემოლიზური ანემია. ჰემოგლობინი არის ნაერთი, რომლის დახმარებითაც ერითროციტებს გადააქვთ ჟანგბადი. თალასემიის დროს ჰემოგლობინისა…