დაავადებები

დაავადების აღწერა საერთო არტერიული ღერო არის გულის იშვიათი თანდაყოლილი მანკი. საერთო არტერიული ღეროს არსებობს ნიშნავს, რომ გულიდან გამოდის ერთი დიდი სისხლძარღვი. ნორმაში, გულიდან ორი სისხლძარღვი გამოდის. ამ დროს აგრეთვე ვითარდება გულის ქვედა ორ საკანს (პარკუჭები) შორის არსებული ძგიდის დეფექტი. საერთო…

დაავადების აღწერა საშვილოსნის პოლიპი არის საშვილოსნოს შიგნითა გარსის წანაზარდი, რომელიც შედის საშვილოსნოს ღრუში. საშვილოსნოს შიგნითა გარსის უჯრედების ჭარბი ზრდა იწვევს საშვილოსნოს პოლიპების წარმოქმნას. ეს პოლიპებია როგორც წესი კეთილთვისებიანებია, თუმცა ზოგიერთი ავთვისებიანია ან შეიძლება გარდაიქმნას ავთვისებიანად (პრეკანცერული პოლიპი). საშვილოსნოს პოლიპის ზომა…

დაავადების აღწერა საშვილოსნოს პროლაფსი ვითარდება, როდესაც მენჯის ძირის კუნთები და იოგები იწელებიან და სუსტდებიან, რის შედეგადაც სათანადოდ ვეღარ ამაგრებენ საშვილოსნოს. საშვილოსნო ვარდება ან გამოდის საშოდან. საშვილოსნოს პროლაფსი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ქალს, თუმცა იგი უფრო ხშირია პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც ჰქონიათ…

დაავადების აღწერა საშოს კიბო არის იშვიათი სიმსივნე, რომელიც ვითარდება საშოში. საშოს კიბო ყველაზე ხშირად ვითარდება საშოს ამომფენი უჯრედებიდან. მრავალი კიბო შეიძლება გავრცელდეს საშოში სხეულის სხვა ნაწილებიდან, თუმცა საშოში აღმოცენებული კიბო (საშოს პირველადი კიბო) იშვიათია. ქალებს განკურნების საუკეთესო შანსი საშოს კიბოს…

დაავადების აღწერა საშოს ფისტულა არის პათოლოგიური ხვრელი, რომელიც საშოს სხვა ორგანოსთან, მაგალითად შარდის ბუშტთან, მსხვილ ნაწლავთან ან სწორ ნაწლავთან აერთებს. ექიმმა შეიძლება იგი აგიღწეროთ, როგორც ხვრელი, რომლის საშუალებითაც შარდი ან განავალი ხვდება საშოში. საშოს ფისტულა შეიძლება განვითარდეს ტრავმის, ოპერაციის, ინფექციის…

დაავადების აღწერა სამკარიანი სარქვლის ატრეზია არის გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც გულის ერთერთი სარქველი არ არსებობს. სარქვლის მაგივრად გულის კამერებს შორის მაგარი ქსოვილია. სამკარიანი სარქვლის ატრეზიის მქონე ბავშვებში, სისხლი ვერ იტუმბება გულიდან ფილტვებში, სადაც იგი ჟანგბადით უნდა გამდიდრდეს. შედეგად ბავშვის…

დაავადების აღწერა სამკარიანი სარქვლის პათოლოგია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის მარჯვენა საკნებს (წინაგული და პარკუჭი) შორის არსებული სარქველი სათანადოდ არ ფუნქციონირებს. სამკარიანი სარქვლის პათოლოგია ხშირად ვითარდება გულის სხვა სარქვლოვან დაავადებებთან ერთად. სამკარიანი სარქვლის პათოლოგიის ბევრი ფორმა არსებობს. მათ შორისაა: 
…

დაავადების აღწერა სამკარიანი სარქვლის უკმარისობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის მარჯვენა საკნებს (წინაგული და პარკუჭი) შორის არსებული სარქველი ბოლომდე არ იხურება. ეს იწვევს სისხლის უკან გადასვლას მარჯვენა წინაგულში. სამკარიანი სარქვლის უკმარისობა შეიძლება დაკავშჳრებული იყოს გულის თანდაყოლილ მანკთან ან სხვა სარქვლის…

დაავადების აღწერა სამწვერა ნევრალგია არის მტკივნეული ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც აზიანებს სამწვერა ნერვს. სამწვერა ნერვს სახიდან ტვინში მიაქვს მგრძნობელობითი იმპულსები. სამწვერა ნევრალგიის მქონე ადამიანებში სახის მსუბუქმა გაღიზიანებამ, მაგალითად კბილების გამოხეხვამ ან მაკიაჟის გაკეთებამ, შეიძლება გამოიწვიოს უძლიერესი ტკივილი. თავდაპირველად შეიძლება გქონდეთ ხანმოკლე,…

დაავადების აღწერა სისტემური კაპილარული ჟონვის სინდრომი არის იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ვითარდება სისხლძარღვებიდან პლაზმის და სხვა ნივთიერებების მასიური გაჟონვა. ეს იწვევს შეშუპებას. სიმპტომები გამოწვეულია კაპილარების ჟონვადობის უეცარი გაზრდით. მკურნალობის გარეშე სითხის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის მკვეთრი დავარდნა, რაც იწვევს…

დაავადების აღწერა სისტემური მასტოციტოზი არის იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც მუტაციის გამო ორგანიზმში გვხვდება ჭარბი რაოდენობით პოხიერი უჯრედები. პოხიერი უჯრედები ნორმაში მონაწილეობენ დაავადებისგან თავდაცვაში და ჭრილობის შეხორცებაში. თუ გაქვთ სისტემური მასტოციტოზი, პოხიერი უჯრედები გროვდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. გააქტივების შემდეგ პოხიერი უჯრედები…

დაავადების აღწერა სიფილისი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება. დაავადება იწყება, როგორც უმტკივნეულო წყლული, როგორც წესი გენიტალიებზე, სწორ ნაწლავზე ან პირზე. სიფილისი ერთი ადამიანიდან მეორეზე ვრცელდება კანის ან ლორწოვანი გარსის წყლულებთან კონტაქტის შედეგად. თავდაპირველი ინფექციის შემდეგ, სიფილისის ბაქტერიები შეიძლება…