დაავადებები

დაავადების აღწერა ნერვიულობა გარკვეულ სიტუაციებში ნორმალურია. მაგალითად, პაემანზე წასვლა ან პრეზენტაციაზე გამოსვლა შეიძლება ასოცირებული იყოს გარკვეულ შფოთვასთან. ამის მიუხედავად, სოციალური შფოთვითი აშლილობის, იგივე სოციალური ფობიის დროს, ადამიანი ნერვიულობს ყოველდღიურ სიტუაციებში, აქვს შფოთვა და სირცხვილის შიში, სხვების მიერ განსჯის ან დაცინვის…

დაავადების აღწერა რბილი სასის კიბო სიმსივნეა, რომელიც სასაში იწყება. რბილი სასა მდებარეობს პირის ღრუს უკანა ნაწილში, კბილების უკან. რბილი სასის კიბო ხახის კიბოს ერთ–ერთი ტიპია. ექიმები ამ სიმსივნეებს მსგავსი მეთოდებით მკურნალობენ, ხშირად ქირურგიული ჩარევის, სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის კომბინირებით. გამომწვევი…

დაავადების აღწერა სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სწორ ნაწლავში ვითარდება ერთეული წყლული. სწორი ნაწლავი არის კუნთოვანი მილი, რომელიც დაკავშირებული მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილთან. განავალი სხეულიდან გამოსვლამდე გაივლის სწორ ნაწლავში. სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულის სინდრომი არის იშვიათი,…

დაავადების აღწერა სომატოფორმული აშლილობის დროს ადამიანს აქცევს იმ დონემდე აქცევს ყურადღებას ფიზიკურ სიმპტომებს, როგორებიცაა დაღლილობა ან ტკივილი, რომ ეს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ამ სიმპტომების გამომწვევი რაიმე დაავადების დიაგნოზი. ფიზიკური სიმპტომების საპასუხოდ გადამეტებულ ფიქრებს, გრძნობებს და…

დაავადების აღწერა ობობის ნაკბენი ხშირად უვნებელია. ბევრ შემთხვევაში სხვა მწერის ნაკბენი და კანის ინფექციები ერევათ ობობის ნაკბენში. ობობის მხოლოდ რამდენიმე ჯიშს აქვს იმდენად გრძელი ეშვები, რომ კანში შეაღწიონ და იმდენად ძლიერი შხამი, რომ ზეგავლენა მოახდინონ ადამიანზე. ა.შ.შ-ში ასეთებია შავი ქვრივი…

დაავადების აღწერა სპინა ბიფიდა მიეკუთვნება თანდაყოლილ მანკების ჯგუფს, რომელსაც ნერვული მილის დეფექტები ეწოდება. ნერვული მილი არის ემბრიონული სტრუქტურა, რომლისგანაც მომავალში წარმოიქმნება თავის ტვინი, ზურგის ტვინი და მათ გარშემო არსებული ქსოვილი. ნორმაში, ნერვული მილი ადრე ფორმირდება და ჩასახვიდან 28 დღეზე იხურება.…

დაავადების აღწერა სპერმატოცელე არის სათესლის ან მისი დანამატის ცისტა. სათესლის დანამატი არის პატარა, დახვეული მილი, რომელიც აგროვებს სპერმას და გამოქვს იგი. სპერმატოცელე არასიმსივნური და უმტკივნეულოა და ხშირად სავსეა რძის მსგავსი ან გამჭვირვალე სითხით, რომელიც შეიძლება სპერმას შეიცავდეს. სპერმატოცელეს ზუსტი მიზეზი…

დაავადების აღწერა ალერგია სოიოზე ხშირი საკვებისმიერი ალერგიაა. ალერგია სოიოზე ხშირად ვლინდება ჩვილობის ასაკში სოიოს შემცვლელი საჭმლის მიღებისას. ბევრ ბავშვს ალერგია უქრება, თუმცა ზოგიერთ მათგანს იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს. სოიოზე ალერგიის მსუბუქი ნიშნები და სიმპტომებია ჭინჭრის ციება ან პირის გარშემო…

დაავადების აღწერა ტერმინი ყელის ტკივილი მოიცავს როგორც ყელის ტკივილს, ასევე მის გაღიზიანებას, რომელიც უარსედება ყლაპვისას. ყელის ტკივილი ფარინგიტის (ხახის ანთება) პირველი ნიშანია. ტერმინები ‘ყელის ტკივილი’ და ‘ფარინგიტი’ ხშირად სინონიმებად გამოიყენება. ყელის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ვირუსული ინფექცია, მაგალითად ტრიპი.…

დაავადების აღწერა წვრილი ნაწლავის პროლაფსი, იგივე ენტეროცელე, ვითარდება, როდესაც წვრილი ნაწლავი ჩადის მცირე მენჯის ღრუში და აწვება ვაგინის ზედა ნაწილს, რის შედეგადაც ქმნის ამობურცულობას. სიტყვა “პროლაფსი” გულისხმობს ადგილიდან ჩაცურებას ან ჩამოვარდნას. მშობიარობამ, დაბერებამ და სხვა პროცესებმა, რომლებიც ავითარებენ წნევას მენჯის…

დაავადების აღწერა წვრილი ნაწლავის კიბო იშვიათი ტიპის სიმსივნეა, რომელიც ვითარდება წვრილ ნაწლავში. წვრილი ნაწლავი არის გრძელი მილი, რომელსაც მონელებული საკვები კუჭიდან მსხვილ ნაწლავში(კოლინჯი) გადააქვს. წვრილი ნაწლავის კიბოს ფორმებია: 
 
 ადენოკარცინომა 
 სარკომა, მათ შორის გასტროინტესტინალური სტრომის სიმსივნე 
 კარცინოიდული…

დაავადების აღწერა მთვარეულობა (სომნამბულიზმი) მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი ძილის განმავლობაში მოძრაობს, გადაადგილდება და ასრულებს გარკვეულ აქტივობებს. მთვარეულობა (სომნამბულიზმი) უფრო ხშირია ბავშვებში. მდგომარეობა ძირითადად გამოსწორდება მოზარდობის ასაკში. მთვარეულობის ცალკეული ინციდენტი სერიოზული პრობლემის ნიშანი არ არის და მკურნალობას არ საჭიროებს. თუ გაქვთ…