დაავადებები

დაავადების აღწერა ამპულის კიბო იშვიათი კიბოა, რომელიც წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილში, რომელსაც ვატერის ამპულა ეწოდება. ვატერის ამპულა არის ადგილი სადაც ნაღვლისა და პანკრეასის სადინარი უერთდება ერთმანეთს და ჩადის წვრილ ნაწლავში. ამპულის კიბო ყალიბდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ბევრ ნაწილში, მაგალითად…

დაავადების აღწერა ამილოიდოზი იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ნივთიერება სახელად ამილოიდი გროვდება ადამიანის ორგანოებში. ამილოიდი არანორმალური ცილაა, რომელიც ძირითადად ძვლის ტვინში ყალიბდება და შეუძლია ნებისმიერ ქსოვილზე ან ორგანოზე განლაგება. ამილოიდოზს სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ორგანოზე შეუძლია იმოქმედოს. არსებობს ამილოიდის რამოდენიმე ტიპი. ამილოიდოზი…

დაავადების აღწერა ალკოჰოლური მოწამვლა მძიმე და ზოგჯერ სასიკვდილო მდგომარეობაა, რომელსაც დროის მოკლე პერიოდში ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება იწვევს. ასეთ დროს დარღვეულია სუნთქვა, გულისცემა, სხეულის ტემპერატურის რეგულაცია, ღებინების რეფლექსი და შესაძლო გართულებებია კომა და სიკვდილი. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია შესაძლოა ბავშვებში ან მოზრდილებში…

დაავადების აღწერა 
 ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი არის ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს და ზემოქმედებს პაციენტის ფიზიკურ შესაძლებლობებზე 
 ამ დაავადებას ხშირად უწოდებენ ლუ გერიგის დაავადებას. ლუ გერიგი იყო ბეიზბოლის მოთამაშე, რომელსაც დაუდგინდა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი. ალს არის…

დაავადების აღწერა ალკოჰოლური ჰეპატიტი ალკოჰოლის მიერ გამოწვეული ღვიძლის ანთებაა. ალკოჰოლური ჰეპატიტი ძირითადად იმ ადამიანებში გვხვდება, ვინც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს წლების განმავლობაში იღებს, თუმცა ჰეპატიტსა და რაოდენობას შორის რთული ურთიერთდამოკიდებულებაა. ჰეპატიტი შესაძლოა საშუალო რაოდენობის ალკოჰოლის მომხმარებელსაც დაემართოს. ამავდროულად, ყველა ქრონიკულ ალკოჰოლიკს…

დაავადების აღწერა ანალური ხვრელის კიბო იშვიათი დაავადენაა. ანალური ხვრელი არის მოკლე მილი რომელიც იწყება სწორი ნაწლავის ბოლოს და რომლის საშუალებითაც განავალი ტოვებს თქვენ ორგანიზმს ანალური ხვრელის სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს ისეტი სიმპტომები, როგორიცაა სწორი ნაწლავის სიხლდენა და ანალური ტკივილი ანალური ხვრელის…

დაავადების აღწერა ალკოჰოლიზმი ქრონიკული და ხშირად პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც მოიცავს სასმელის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა: ალკოჰოლზე ხშირად ფიქრი, მისი მოხმარება პრობლემების გააზრების მიუხედავად, მეტი სასმელის მიღება იმავე თრობის ეფექტის მისაღწევად (ფიზიკური დამოკიდებულება), მიჩვევა და უკურეაქცია სასმელის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ადამიანს…

დაავადების აღწერა ანაფილაქსია მძიმე, შესაძლო სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსია წამების ან წუთების განმავლობაში ვითარდება, რაიმე ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, როგორიცაა მიწის თხილი ან ფუტკრის ნაკბენი. ანაფილაქსიის დროს გამოთავისუფლებულმა ქიმიური ნივთიერებების ნაკრებმა შესაძლოა შოკი გამოიწვიოს.არტერიული წნევა სწრაფად იკლებს, სასუნთქი გზები ვიწროვდება,…

დაავადების აღწერა ალერგია ვითარდება, როცა ორგანიზმი რეაქციას აყალიბებს უცხო ნივთიერების მიმართ, რომელიც სხვა ადამიანებში იმავე რეაქციას არ იწვევს. ასეთებია: მტვერი, ფუტკრის შხამი, ცხოველის ბეწვი. იმუნური სისტემა წამოქმნის ანტისხეულებს. ზოგიერთი ანტისხეული გიცავთ სხვადასხვა ნივთიერებისგან/ორგანიზმისგან, რომელსაც შეუძლია ავადმყოფობა ან ინფექცია გამოიწვიოს. როცა…

დაავადების აღწერა ანევრიზმა სისხლძარღვის პათოლოგიური გაფართოება, გადიდებაა. არსებობს ანევრიზმის რამდენიმე ტიპი: 
 
 აორტის ანევრიზმა. აორტის ანევრიზმა ორგანიზმის ერთ–ერთი მთავარი სისხლძარღვის, აორტის ჩაყოლებაზე ჩნდება. აორტას სისხლი გულიდან ორგანოებში მიაქვს. ანევრიზმა შესაძლოა უსიმპტომოდ ვითარდებოდეს, მაშინაც კი როცა ზომა საკმაოდ დიდია. ამის…

დაავადების აღწერა ალცჰეიმერის დაავადება პროგრესიული დაავადებაა, რომელიც ანადგურებს მეხსიერებას და სხვა მნიშვნელოვან გონებრივ ფუნქციებს. ალცჰეიმერის დაავადება ყველაზე ხშირი მიზეზია დემენციისა- თავის ტვინის დაავადებები, რომლებიც იწვევენ ინტელექტუალური და სოციალური უნარების დაქვეითებას. ეს ცვლილებები საკმარისად მძიმეა იმისათვის, რომ ხელი შეგვიშალოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.…

დაავადების აღწერა ანგელმანის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც განვითარებით შეფერხებებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს. ნევროლოგიური პრობლემებია: მეტყველების უნარის დაქვეითება, სიარულის, ბალანსის უნარის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში, გულყრა. ანგელმანის სინდრომით დაავადებულებს ახასიათებთ ხშირი სიცილი და უჩვეულოდ მხიარული, აქტიური ბუნება. ანგელმანის სინდრომის დიაგნოსტიკა…