დაავადებები

დაავადების აღწერა ბრტყელი ლიქენი ანთებითი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ზიანდება კანი და ლორწოვანი ზედაპირები. კანზე, ბრტყელი ლიქენი ვლინდება, როგორც იასამნისფერი, ბრტყელთავიანი ამობურცულობა. პირის ღრუში, ვაგინასა და ლორწოვანი მემბრანით დაფარულ სხვა ადგილებში, ბრტყელი ლიქენი ქმნის თეთრ ლაქებს, რომლებიც ზოგჯერ მტკივნეულ წყლულებად გარდაიქმნება.…

დაავადების აღწერა ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა ცნობილია ჰელერის სინდრომის სახელითაც. ეს ძალზედ იშვიათი მდგომარეობაა,რომლის დროსაც ბავშვი ნორმალურად ვითარდება დაახლოებით 2 წლის ასაკამდე, მაგრამ შემდეგ ავლენს სოციალური, კომუნიკაციური და სხვა უნარების მნიშვნელოვან დაქვეითებას. ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა შედის აუტიზმის სპექტრის დაავადებათა ჯგუფში. თუმცა,აუტიზმისაგან…

დაავადების აღწერა ბრუცელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანებზე, ყველაზე ხშირად არაპასტერიზებული რძის, ყველის ან სხვა რძის პროდუქტების მეშვეობით. უფრო იშვიათად, ბაქტერია ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით ან ინფიცირებულ ცხოველებთან შეხებით. ბრუცელოზის სიმპტომები ხშირად სიცხე, სახსრების ტკივილი და დაღლილობაა. ინფექცია იკურნება ანტიბიოტიკებით.…

დაავადების აღწერა ბრუგადას სინდრომი პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა, რომელიც გულის რითმს ეხება და ზოგჯერ მემკვიდრეობითია. ბრუგადას სინდრომით დაავადებული ადამიანები დგანან გულის ქვედა საკნების (პარკუჭების) რითმის დარღვევის რისკის წინაშე. ბრუგადას სინდრომით დაავადებულ ბევრ პაციენტს არ აღენიშნება სიმპტომები, ამიტომ მათ არც იციან…

დაავადების აღწერა ბრუქსიზმი ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აბჯენთ, აჭრაჭუნებთ (კბილების ღრჭიალი). თუ გახასიათებთ ეს სიმპტომი, თქვენ უნებლიედ ასრულებთ მსგავს მოძრაობებს დღის ან ღამის (ძილის ბრუქსიზმი) განმავლობაში. ძილის ბრუქსიზმი მიჩნეულია ძილთან დაკავშირებულ მოძრაობით დარღვევად. ადამიანები, რომელთაც აქვთ კბილების…

დაავადების აღწერა ბერგერის დაავადება (ობლიტერაციული თრომბოანგიიტი) ფეხისა და ხელების არტერიებისა და ვენების იშვიათი პათოლოგიაა. ამ დაავადების დროს, კიდურების სისხლძარღვები ანთებითი, შეშუპებულია და შესაძლოა დაეცოს მათი ღრუ თრომბოზის გამო. ეს იწვევს კანის ქსოვილების კვდომას და ვითარდება ინფიცირება და განგრენა. ბერგერის დაავადება…

დაავადების აღწერა ბულოზური პემფიგუსი კანის იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს დიდი ზომის, სითხით სავსე დაზიანებების გაჩენას კანის ზოგიერთ არეში, როგორიცაა ქვედა მუცლის არე, ბარძაყი ან იღლიები. ბულოზური პემფიგუსი ყველაზე ხშირად 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდება. ბულოზური პემფიგუსის დროს იმუნური სისტემა ებრძვის…

დაავადების აღწერა ბოტულიზმი იშვიათი მაგრამ მძიმე ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის გამოყოფილი ტოქსინი იწვევს. ბოტულიზმი რამდენიმე ტიპისაა, რომელთაგანაც სამი მთავარი ფორმაა: 
 
 ჩვილთა ბოტულიზმი. ბოტულიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმის დროს, კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის ბაქტერიული სპორები ჩვილის მომნელებელ სისტემაში ხვდება. ჩვილთა ბოტულიზმი…

დაავადების აღწერა ბრადიკარდია ნიშნავს ნორმაზე დაბალ გულისცემათა რაოდენობას წუთში. გული ძირითადად 60დან 100მდე შეკუმშვას ასრულებს წუთში, მოსვენებულ მდგომარეობაში. თუ გაქვთ ბრადიკარდია, გული წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებს ასრულებს. ბრადიკარდია შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს, თუ გული ჟანგბადით მდიდარ სისხლს ვერ მიაწვდის სხეულს.…

დაავადების აღწერა ბარძაყის მოტეხილობა არის სერიოზული ტრავმა, რომელსაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოყვეს. ბარძაყის მოტეხილობის რისკი იზრდება ასაკთან ერთად. ხანშიშესულ ადამიანებს ბარძაყის მოტეხილობის უფრო დიდი რისკი აქვთ რადგან ამ ასაკში ძვლები სუსტდება (ოსტეოპოროზი). მრავალ მედიკამენტი, ცუდი მხედველობა და წონასწორობის პრობლემები…

დაავადების აღწერა B ჰეპატიტი ღვიძლის სერიოზული ინფექციაა, რომელსაც იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი. ზოგ ადამიანში B ჰეპატიტი ქრონიკული ხდება, ანუ გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს. ქრონიკული B ჰეპატიტის არსებობა ზრდის ღვიძლის უკმარისობის, ღვიძლის სიმსივნის და ციროზის (ღვიძლის მუდმივი დაზიანება) განვითარების რისკს.…

დაავადების აღწერა Blastocystis hominis (ბლასტოცისტის ჰომინის) მიკროსკოპული პარაზიტია, რომელიც ზოგჯერ აღმოჩნდება ჯანმრთელი ადამიანის განავალში, ან ფაღარათის, მუცლის ტკივილისა და მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების დროს. ბლასტოცისტით ინფიცირებულ მდგომარეობას ბლასტოცისტოზი ეწოდება. მკვლევარებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, რა როლი აქვს ამ პარაზიტს ინფექციის განვითარებაში.…