დამატებითი ინფორმაცია
რევმატოლოგი, შინაგანი მედიცინის ექიმი
განათლება:
- დიპლომირებული მედიკოსი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- რეზიდენტურა – შინაგანი მედიცინა (წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკა)
- რეზიდენტურა – რევმატოლოგია (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)
საერთაშორისო გამოცდილება:
- დასრულებული აქვს EULAR (ევროპის რევმატოლოგთა ალიანსის) 2-წლიანი ონლაიმ საერთაშორისო სასერთიფიკაციო პროგრამა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიღებული აქვს სერთიფიკატი (EULAR Online Course in Rheumatic Diseases)
- აქტიური მონაწილეა ევროპის რევმატოლოგიის ალიანსის ღონისძიებებში
- მონაწილეობს Lupus Academy, EULAR Autumn Course Days და სხვა სპეციალიზებულ საერთაშორისო კურსებში
პროფესიული საქმიანობა:
აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, მონაწილეობს მედიცინის სტუდენტების საგანმანათლებლო პროცესში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე რევმატოლოგიური პრაქტიკის სრულყოფას.