ე.წ. პილორუსიდან აღებული უჯრედები
უახლესი კვლევებით დადასტურდა, რომ კუჭის ქვედა ნაწილიდან, ე.წ.პილორუსიდან აღებული უჯრედები მოქმედებენ ისე, როგორც პანკრეასის ბეტა უჯრედები. პილორუსი ის არეა, რომელიც აერთებს კუჭს წვრილ ნაწლავთან. მეცნიერების აზრით პილორუსიდან ბიოფსიის გზით აღებული უჯრედების ტრანსპლანტაცია ორგანიზმში არეგულირებს გლუკოზის დონეს. კვლევები ჯერჯერობით ტარდება თაგვებზე. მეცნიერების აზრით კვლევების შედეგები დიდი იმედის მომცემია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის თვალსაზრისით.