ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორია უნიკალური შესაძლებლობებით „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის კლინიკაში
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში პაციენტებს გულის რითმის ყველა ტიპის დარღვევის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ.
აშშ კომპანია „ებოტის“ (Abbott) ბოლო თაობის ბოლო თაობის 3D ნავიგაციის სისტემით აღჭურვილი ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გაიხსნა, გამოცდილი და კვალიფიციური რითმოლოგებით და ექიმებით დაკომპლექტებულ არითმოლოგიურ სამსახურს უნიკალური კვლევებისა და მკურნალობის საშუალებას აძლევს.
ახალი ლაბორატორიის მეშვეობით მაღალკვალიფიციური რითმოლოგების გუნდმა უკვე არაერთი პაციენტის ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ.
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის არითმოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს ხათუნა ჯალაბაძე, რომლის სახელსაც უკვაშირდება თანამედროვე არითმოლოგიის ისტორია საქართველოში. არითმოლოგიური გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული ექიმებით და სამედიცინო პერსონალით, რომელიც 24სთ მზადყოფნაშია იზრუნოს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ექიმმა-რითმოლოგებმა ხათუნა ჯალაბაძემ, გიორგი ჩხოლარიამ, მინდია ბუცხრიკიძემ და ევგენი ლაბარტყავამ უკვე ათეულობით ინვაზიური პროცედურა ჩაატარეს.