ენდომეტრიოზი

24 მაი, 2022
ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიული ქსოვილი, რომელიც ამოფენს საშვილოსნოს ღრუს ასევე გვხვდება საშვილოსნოს გარეთ პერიტონიუმის ღრუში, საკვერცხეებზე, ნაწლავებზე.

 

ენდომეტრიოზის სიმპტომებია: ტკივლი მცირე მენჯის და წელის არეში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ტკივილი შარდვის ან დეფეკაცის დროს. დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს, უშვილობა.

ენდომეტრიოზის გართულებებია: უშვილობა, საკვერცხის სიმსივნის განვითარება.

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის შეკრებით, მცირე მენჯის დიგიტალური გამოკვლევით, ულტრასონოგრაფიით. ასევე გამოიყენება მცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტორეზონანსული კვლევა. მოწოდებულია ლაპარასკოპიული კვლევა და ბიოფსია დიაგნოზის დასადგენად.