ენურეზი

24 მაი, 2022
ენურეზი არის ღამით შარდის შეუკავებლობა. უფრო მეტად გავრცელებულია მამრობით სქესში. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 30%-ში გვხვდება, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 10%- ში, 12 წლამდე 3%-ში, ხოლო 18 წლამდე 1%-ში.

 

დიაგნოსტიკა მოიცავს: შარდის საერთო ანალიზს, შარდის ბაქტერიოლოგიას, საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფიას, უროლოგის კონსულტაციას, რათა გამოირიცხოს ორგანული პათოლოგია.

მკურნალობა: ორგანული პათოლოგიის გამორიცხვის შემდგომ სიმპტომები ძირითადად თავისით ქრება 6 წლის ასაკში 15%-ში. რეკომენდებულია ქცევითი წესების დანერგვა. ყოველ საღამოს დაძინებამდე ბავშვი უნდა შევიდეს საპირფარეშოში შარდის ბუშტის დასაცლელად, ღამით მშობელმა უნდა გააღვიძოს ბავშვი მოსაშარდად. კარგ შედეგს იძლევა ბავშვის წახალისება ყოველი მშრალი ღამის შემდეგ. ასევე რეკომენდებულია ნაზალური სპრეი მედიკამენტის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს შარდის სეკრეციის შემცირებას ძილის დროს.