ერთი ჭიქა წითელი მშრალი ღვინის მიღება ყოველდღიურად სასარგებლოა
ერთი ჭიქა წითელი მშრალი ღვინის მიღება ყოველდღიურად სასარგებლოა. ადამიანები, რომლებიც სადილის დროს ხშირად მიირთმევენ თითო ჭიქა ღვინოს, გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. ბრიტანელი მეცნიერები იუწყებიან, რომ ნაერთი რეზვერატროლი, რომელიც უხვად არის წითელ ღვინოში, თვალის კუნთის დაბერებას აფერხებს . თუ წითელ მშრალ ღვინოს, სადილის მაგივრად, ძილის წინ ვახშამზე დალევთ, წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ღვინის დალევის შემდეგ კალორიები უფრო აქტიურად იწვება. ცნობილია, რომ წითელი ღვინო ამცირებს ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკს.