ერთი ლაბორანტის ამბავი – მაიკო გოგიჩაიშვილი
მაიკო გოგიჩაიშვილი – „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი: “ამ ყველაფერს ემოციური ფონიც ახლავს თან, შეცდომის უფლება არ გვაქვს, ყოველი პასუხის უკან ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დგას”.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდება როგორც „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელის, ასევე, რეგიონული მასშტაბით, რომელიც ოქროს სტანდარტია COVID–19-ის დიაგნოსტიკის მიმართულებით.“