ფაქტორები, რომლებიც იწვევენ კანის დაბერებას

24 მაი, 2022

1. მზის სხივები აზიანებენ სახის კანს. 90 % კანის სიბერის ნიშნები გამოწვეულია მზის სხივებით.

2. კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც არ აქვთ დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ეფექტი და აშრობენ კანს, იწვევენ მის უფრო მეტად გაღიზიანებას და დაზიანებას.

3. შაქარი და რაფინირებული პროდუქტები, ასტიმულირებენ ინსულინის გამოყოფას, ხოლო ინსულინი იწვევს ანთებით პროცესს კანზე.

4. დაბინძურებული გარემო – გამონაბოლქვი და ინდუსტრიული ნარჩენები უხვად გროვდება კანზე და აზიანებს მას.

5. არასაკმარისი ძილი – ამ დროს სისხლში გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც იწვევს ინსულინის გამოყოფას. ჯანსაღი კანისთვის აუცილებელია 6 – 8 სთ ძილი ღამეში.

6. სიგარეტის მოწევა.