გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები ბავშვებისთვის: რა არის რისკი?

24 მაი, 2022
   ხველის და გაციების საწინააღმდეგო  მედიკამენტები შეიძლება იყოს სერიოზული საფრთხე ბავშვებისთვის. ხველის და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს, ამცირებენ   ტემპერატურას, თავის და ყელის ტკივილს, მაგრამ არ არის ეფექტური საშუალება გაციების ძირითადი გამომწვევი მიზეზის მკურნალობისთვის, არ ახდენენ სწრაფ განკურნებას და შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები. მათ შორის სერიოზული, როგორიცაა  გულისცემის აჩქარება, კრუნჩხვები. აღნიშნული მედიკამენტების გამოყენება არ არის რეკომენდირებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში,  უფროს ასაკის ბავშვებში გამოიყენება სიფრთხილით.

   არსებობს სხვა უფრო უსაფრთხო საშუალებები, რითაც შეიძლება დავეხმაროთ ბავშვებს:  დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ცხვირში ჩასაწვეთებლად  უმჯობესია  გამოიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი და ხშირად მოახდინეთ ცხვირიდან ჩამონადენის მოწმენდა. 

   გაასუფთავეთ ბავშვის ოთახი და  ასევე სათამაშოები ხშირად სველი წესით, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი, ასწავლეთ ბავშვებს ხშირად ხელის დაბანა, მოერიდეთ ხანგრძლივ  კონტაქტს ადამიანთან რომელსაც აქვს ვირუსული ინფექცია.

http://www.mayoclinic.org/