გადაუდებელი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა ,, ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელში
სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქსელი – შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამაზე საექიმო სპეციალობაში – „გადაუდებელი მედიცინა“
,,საექიმო სპეციალობის საუკეთესო მაძიებლებს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქსელში „უმცროსი ექიმის“ პოზიციაზე დასაქმებისა და სასწავლო გრანტის (100%, 80%, 60%) მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 10 ადგილი. ჩარიცხვა განხორციელდება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.’’-განაცხადა ჯეო ,,ჰოსპიტალსი“-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა . მისივე თქმით მსურველებს გასაუბრების შედეგების მიხედვით შეარჩევენ , რომელთაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. უკვე განსაზღვრულია კონკრეტული კლინიკები ,სადაც სასწავლო პროცესი წარიმართება“
- შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- ფლობდნენ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/ დიპლომს
- ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (დადებითი შედეგი – 151 და მეტი ქულა)
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (ელექტრონულ ფოსტა – info@gh.ge):
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის/დიპლომის ასლი
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
- CV
საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით. პროგრამას უხელმძღვანელებს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კლინიკური დირექტორი კახა გზობავა.