გადაუდებელი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა ,, ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელში

11 აპრ, 2022

სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი  ქსელი – შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამაზე საექიმო სპეციალობაში – „გადაუდებელი მედიცინა“

,,საექიმო სპეციალობის საუკეთესო მაძიებლებს  „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქსელში „უმცროსი ექიმის“ პოზიციაზე დასაქმებისა და სასწავლო გრანტის (100%, 80%, 60%) მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 10 ადგილი. ჩარიცხვა განხორციელდება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.’’-განაცხადა ჯეო ,,ჰოსპიტალსი“-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა . მისივე თქმით     მსურველებს გასაუბრების შედეგების მიხედვით  შეარჩევენ , რომელთაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. უკვე განსაზღვრულია კონკრეტული კლინიკები ,სადაც სასწავლო პროცესი წარიმართება“

  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფლობდნენ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/ დიპლომს
  • ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (დადებითი შედეგი – 151 და მეტი ქულა)

 მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (ელექტრონულ ფოსტა – info@gh.ge):

  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის/დიპლომის ასლი
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • CV

საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით. პროგრამას უხელმძღვანელებს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კლინიკური დირექტორი  კახა გზობავა.