გადაუდებელი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამები „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში

05 იან, 2023

სამედიცინო დაწესებულებათა ერთერთი ყველაზე მძლავრი ქსელიშპს ჯეო ჰოსპიტალსი აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამებზე:

  1. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
  2. კარდიოლოგია
  3. გადაუდებელი მედიცინა

ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის ადამიანური რესურსის განვითარების მიზნით „ჯეო ჰოსპიტალსში“ რამდენიმე წელია რაც ჩამოყალიბდა სასწავლო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ექიმების დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები. 2023 წლის იანვრიდან ჯეოჰოსპიტალსი სწავლის მსურველებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„საექიმო სპეციალობის საუკეთესო მაძიებლებს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში „უმცროსი ექიმის“ პოზიციაზე დასაქმებისა და სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. ჩარიცხვა განხორციელდება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.“ – განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა. მისივე თქმით, მსურველებს გასაუბრების შედეგების მიხედვით შეარჩევენ, რომელთაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. უკვე განსაზღვრულია კონკრეტული კლინიკები, სადაც სასწავლო პროცესი წარიმართება:

  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ – მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ – საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ – მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ – ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ – ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ – თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფლობდნენ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/ დიპლომს
  • ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (დადებითი შედეგი – 151 და მეტი ქულა)

 მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (ელექტრონულ ფოსტა – info@gh.ge):

  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის/დიპლომის ასლი
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • CV

საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 15 იანვრის ჩათვლით.