გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხასიათდება მუცლის მორეციდივე დისკომორტით ან ტკივილით , რომელსაც თან ახლავს:
- სიმპტომების მოხსნა დეფეკაციის შემდეგ
- დეფეკაციის რითმის და კონსისტენციის ცვლილება.
დაავადების მიზეზი უცნობია.
რისკ ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა გააძლიეროს სომპტომები: ემოციურმა ფაქტორმა, დიეტამ, მედიკამენტებმა და ჰორმონებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს დაავადების სიმპტომები.
სიმპტომები: აბდომინალური დისკომფორტი, რომელიც მნიშვნელოვნად ვარირებს, მაგრამ ხშირად ლოკალიზბულია მუცლის ქვედა ნახევარში, მუდმივი ან მოვლითი ხასიათისაა და იხსნება დეფეკაციის შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში პაციენტს აქვს ყაბზობის და დიარეის მონაცვლეობა. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს არანორმალური ნაწლავების მოქმედება (დაძაბვა, იმპერატიული მოთხოვნა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება), ლორწოს არსებობა, ან მუცლის შებერვა.
თავიდან უნდა იქნეს აცილებული გაზის მაპროდუცირებელი და დიარეის გამომწვევი პროდუქტები
დიაგნოსტიკა ხორციელდება დეტალური ანამნეზის შეკრებით, ფიზიკალური გასინჯვით, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტული კვლევებით.