გასტროეზოფაგური რეფლუქსი
გასტროეზოფაგური რეფლუქსი არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადება. ის ვითარდება როდესაც კუჭის წვენი ან მისი შიგთავსი ბრუნდება უკან საყლაპავში და იწვევს მის ანთებას (ეზოფაგიტს).
გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომები: წვის შეგრძნება და ტკივილი გულმკერდის არეში, ყლაპვის გაძნელება, მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა ან ყელის ტკივილი, საკვების ან კუჭის წვენის რეგურგიტაცია (გულძმარვა).
მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს გასტროეზოფაგური რეფლუქსის განვითარება: სიმსუქნე, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი, ორსულობა, მოწევა, ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სკლეროდერმია.
მკურნალობა: მედიკამენტოზური, წონის კორექცია, დიეტა, თავი შეიკავეთ ცხიმიანი და შემწვარი საკვების, ტომატის წვენის, ალკოჰოლის, ნიორის, ხახვის, ყავის მიღებისგან. მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით,საკვების მიღებიდან დაახლოებით 3 საათი არ დაწვეთ. თუ ღამით ხშირად გაწუხებთ გულძმარვა, თავი დადეთ მაღალ სასთუმალზე.