გელა ორველაშვილი: ,,ჯანმრთელობის დროული მონიტორინგით თავიდან ავიცილებთ კორონავირუსის შემდგომ გართულებებს“

24 მარ, 2022

,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კახეთის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები, რომელიც კოვიდ კლინიკის ფორმატში ფუნქციონირებდა, პაციენტების მომსახურების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო სერვისებზე, კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის  მიზნით, სპეციალური საშეღავათო ტარიფები მოქმედებს.

,,ჩვეულ ფორმატში დაბრუნების შემდეგ, მოსახლეობას მეტ შესაძლებლობას გავუჩენთ სხვადასხვა შეღავათიანი პროგრამებით და აქციებით  ისარგებლონ, ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ,რომ   კოვიდი არსად წასულა და დღეის გადმოსახედიდან, სახეზეა ჯანმრთელობის მხრივ ის გართულებები, ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომი , რომელიც  მსუბუქი ფორმით   გადატანის შემთხვევაშიც კი  იჩენს თავს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს პოსტკოვიდის შემდეგ ჯანმრთელობის მონიტორინგი და პაციენტის  მართვა, რითაც თავიდან ავიცილებთ შემდგომ გართულებებს . მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მიზნით, ოჯახის ექიმის დანიშნულებით საჭირო კვლევები  ჩვენთან  30 % ფასდაკლებით ხორციელდება.  „- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გელა ორველაშვილმა, მისივე თქმით პარალელურად აქტიურ რეჟიმში რჩება  ონლაინკლინიკა, რომელიც პაციენტების ბინაზე  მართვას უზრუნველყოფს.

 ,, 2 წლის განმავლობაში კახეთის მასშტაბით მოქმედმა ონლაინკლინიკამ  ბინაზე 700 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებულის წარმატებით მართვა შეძლო,  საპილოტე პროექტი , რომელიც ჩვენს კლინიკაში დაიწყო,   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ,   წარმატებულ მოდელად დასახელდა .“-აღნიშნა ორველაშვილმა.

 

 შეგახსენებთ რომ ,პანდემიის პერიოდში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს  ქსელში დამატებითი საწოლ ფონდის მობილიზების მეშვეობით , კოვიდინფიცირებულთა  მართვა  ქვეყნის მასშტაბით  10  სამედიცინო ცენტრში განხორციელდა.    ამ ეტაპზე კი ყველა კლინიკა და ამბულატორიული ცენტრი საქართველოს 5ვე რეგიონში,  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ფორმატს დაუბრუნდა.