გერმანელი სპეციალისტის მაღალი შეფასება ქართველ ქირურგებს

24 სექ, 2025

პაციენტებს, რომელთაც აორტის გართულებული და ტექნიკურად რთული მდებარეობის ანევრიზმა აღენიშნებათ,  შეუძლიათ ქვეყნიდან გაუსვლელად, “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელში მიიღონ აორტის ანევრიზმის უსისხლო-ენდოვასკულური ქირურგიული სერვისი.

გერმანელმა კარდიოთორაკალური და სისხლძარღვთა ქირურგმა, პროფესორმა როლფ დამრაუმ “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სისხლძარღვთა ქირურგიულ გუნდისა და ექიმ გიორგი ხელაძის მიერ ჩატარებულ ურთულეს ოპერაციებს  მაღალი შეფასება მისცა და მომავალში რეგულარული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ქვეყნის უდიდეს ჰოსპიტალურ ქსელში მეგობრული ვიზიტით მყოფი პროფესორი დაესწრო ორ ურთულეს ოპერაციას, როდესაც პაციენტს მუცლის აორტის ცუდი ლოკალიზაციის (მცირე ყელით) ანევრიზმა და ანატომიური რთული თავისებურებები აღენიშნებოდა. “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სისხლძარღვთა ქირურგებმა ტექნოლოგიურად ახალი თაობის სტენტ-გრაფტის გამოყენებით ოპერაციები წარმატებით ჩაატარეს, პაციენტები რამდენიმე დღეში გაეწერნენ ბინაზე.

ნებისმიერი ლოკალიზაციის აორტის ანევრიზმის ენდოვასკულური მკურნალობა “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქუთაისის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 8 წელზე მეტია რაც ხორციელდება.