ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება
ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება ვითარდება ისეთ პირებში, რომლებიც არ იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, მაგრამ ღვიძლის უჯრდებში -ჰეპატოციტებში ლაგდება დიდი რაოდენობით ცხიმი.
რისკ ფაქტორები რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება: ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპოთირეოზი.
ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების სიმპტომებია: ადვილად დაღლა, დისკომფორტი ან ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, წონაში კლება, ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება) გვხვდება პაციენტთა 75 % -ში.
ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების დიაგნოსტიკა ხორციელდება სისხლში ღვიძლის ფუქნციების განსაზღვრით, მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტორეზონანსული კვლევით, ღვიძლის ბიოფსია ე.წ. ,,ოქროს სტანდარტია“ ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების დიაგნოსტირებისთვის.