გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!

10 მაი, 2019

ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.

ფლორენს ნათინგეილი დაიბადა 1820 წლის 12 მაისს იტალიაში. ის იყო სტატისტიკოსი, მწერალი, სოციალური რეფორმატორი და ექთნის პროფესიის ფუძემდებელი.

მისი პოპულარულობა უმეტესწილად განაპირობა ყირიმის ომში მისმა პროფესიონალურმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ ჯარისკაცების მკურნალობის საქმეში.

სხვადასხვა ქვეყანაში ექთნის საერთაშორისო დღეს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. მაგ; ავსტრალიაში ამ დღეს სახელდება წლის ექთანი. ჩინეთში 12 მაისს ექთნები ხშირად იკრიბებიან, რათა პარაკლისი გადაუხადონ ფლორენს ნათინგეილს, ამერიკაში სადღესასწაულოდ აღინიშნება ექთნების ნაციონალური კვირეული 6 – 12 მაისს, კვირის განმავლობაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძება.

ამ დღის აღსანიშნავად ექთნების საერთაშორისო საბჭო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო მასალებს, აცხადებს დღესასწაულის თემატიკასა და ლოზუნგს.

ეს დღე ყველა ადამიანს შეუძლიათ მიულოცოს თავის ფავორიტ ექთანს მისალოცით, ყვავილებით, ან სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით: #internationalnursesday, #ექთნებისსაერთაშორისოდღე, #მეამაყებარომვარექთანი.

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელში ექთნების საერთაშორისო დღე ტრადიციულად აღინიშნება პერსონალური სიმბოლური საჩუქრებითა და მილოცვებით.

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი სამედიცინო ცენტრებში დასაქმებულ ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას საქმიანობაში.

,,გადაარჩინე ერთი სიცოცხლე და ხარ გმირი, გადაარჩინე ასი სიცოცხლე და ხარ ექთანი!”