გულის დაავადებები (მათ შორის მაღალი წნევა და ქოლესტეროლი):

24 მაი, 2022
თუ თქვენ გაქვთ ოჯახური ანამნეზი გულის დაავადებების ან გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან ქოლესტეროლის მაღალი დონე სისხლში, რეკომენდირებულია მიმართოთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მედიკამენტებს ქოლესტეროლის და არტერიული წნევის დარეგულირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური დატვირთვის ტესტს.

 

დაავადება

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აზიანებს სასუნთქ გზებს, ალვეოლებს ან ორივეს. აღსანიშნავია, რომ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება დგას სიკვდილის მიზეზებს შორის მესამე ადგილზე ა.შ.შ-ში. ხშირად პაციენტებს აქვთ არასწორი წარმოდგენა დაავადებაზე და არსებობს მცდარი შეხედულებები.

1. მხოლოდ მწეველებს ემართებათ ფქოდ-ი: ფაქტი: ფქოდ რეალურად ხშირად არის დაკავშირებული მწეველობასთან, თუმცა ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას ამ პათოლოგიით არასოდეს აქვთ სიგარეტი მოწეული. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტთა:

42 % – ყოფილი მწეველია 34 % – აქტიური მწეველი 24 % – არამწეველი.

2. არ არსებობს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობა ფაქტი: აუცილებელია პაციენტებმა იცოდნენ, რომ არსებობს ფქოდ-ის მკურნალობა და თუ მათ აქვთ სიმპტომები, არსებობს ბევრი საშუალება, რითიც შესაძლებელია მათი დახმარება. დაავადების უკუგანვითარება შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია სიმპტომების კონტროლი და თავიდან აცილება ფილტვების შემდგომი დაზიანების. პრევენციული ღონისძიებები ფქოდ-ის მქონე პაციენტებში: სიგარეტის მოწევის შეწყვეტა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტიურობა, გრიპის და პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სწორი მკურნალობის შერჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

3. ვარჯიში არის მძიმე დატვირთვა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს

ფაქტი: თუ თქვენ ქოშინი გიქმნით ძალიან დიდ სირთულეებს ფიზიკური აქტიურობის დროს, არსებობს შემდეგი საფეხურები, რაც უნდა გაიაროთ. ზომიერი ფიზიკური აქტიურობა არ დააზიანებს თქვენს ფილტვებს. პირიქით, ის შეამცირებს ფქოდ-ის სიმპტომებს, გააძლიერებს თქვენს გულს და შეამცირებს სტრესს.