გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ონლაინ კლინიკა და ჯანმრთელობის ფედერაცია სოციალურად დაუცველ კოვიდპაციენტებს მედიკამენტებს გადასცემენ

22 დეკ, 2020

გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ონლაინკლინიკის მეშვეობით ბინაზე მართვადი კოვიდპაციენტები , რომელთაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ , ოჯახის ექიმის რეკომენდაციით გამოწერილ რიგ წამლებს უფასოდ მიიღებენ. მედიკამენტები სამედიცინო ცენტრს არასამთავრო ორგანიზაცია “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“-მ გადასცა. ,, ფედერაციის დამფუძნებელთა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგის დავით მრელაშვილის ინიციატივით, გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ონლაინ კლინიკის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის უშუალო მონაწილეობით საჭირო მედიკამენტები გადაეცემა სოციალურად დაუცველ კოვიდინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ბინაზე გადის მკურნალობას“-განაცხადა “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” წარმომადგენელმა მეგი საჯაიამ.

ონლაინკლინიკის ხელმძღვანელის დეა ცაბუტაშვილის განმარტებით , ოჯახის ექიმები , რომელთაც დღეში 250 ზე მეტი პაციენტის დისტანციური მართვა უწევთ , მნიშვნელოვანია დაავადების საწყის ეტაპზე , შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად დროულად მიეწოდოთ საჭირო მედიკამენტები , განსაკუთრებით რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს . ამიტომ მსგავსი აქტივობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას. დეა ცაბუტაშვილმა ადგილზე ონლაინ კლინიკის მუშაობის სპეციფიკა გააცნო “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის”თავმჯდომარეს, მედიცინის დოქტორს, ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილს.

აქციაში ჩაერთო ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც, რომელიც წამლების სახლში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს .,,ოჯახის ექიმების გამოცდილებით, პაციენტებისათვის მედიკამენტების ბინაზე მიწოდება უმნიშვნელოვანესი რგოლია, კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ხშირად პაციენტები ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას , ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მზადაა კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციტივას აქტიურად დაუჭიროს მხარი.ჩვენი ჩართულობით , ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს , რომელიც ფედერაციის მიერ გადმოცემულ სასაჩუქრე ნაკრებში იქნება, ადგილზე მივაწვდით.“-აღნიშნეს მერიაში. ადგილზე ონლაინ კლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის”თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციის წამოწყებულ ინიციატივას პეესპე და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი გამოეხმაურა, რომელთაც რიგი მედიკამენტები ფედერაციას საჩუქრად გადასცეს.