გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი: გამარჯვებისთვის მთავარი არის გუნდი!
გადარჩენილი სიცოცხლე, წამებში მიღებული გადაწყვეტილება ,გუნდური მუშაობა და პროფესიონალიზმი – ასე შეიძლება რამდენიმე სიტყვით მოვყვეთ ,,წარმატებული ისტორიის” ჩვენ გმირებზე, რომლებიც ქმნიან სასწაულებს
გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს მიმართა 70 წლის მამაკაცმა
თანმხლები პათოლოგიით – მოციმციმე არითმია და გულის კომპენსირებული უკმარისობა. კლინიკაში შესვლისას პაციენტს დაუფიქსირდა ზედა მეზენტერიალური არტერიის თრომბოზის დიაგნოზი – ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მდგომარეობა აბდომინალურ ქირურგიაში.
ოპერაციისას აღმოჩნდა წვრილი ნაწლავის ნეკროზი ასწვრივი კოლინჯის შუა მესამედამდე. ჩატარდა ნეკროზული ნაწლავის რეზექცია და დაიგეგმა განმეორებითი ქირურგიული დათვალიერება.
მეორე ოპერაციაზე სურათი კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა — განვითარდა წვრილი ნაწლავის პრაქტიკულად ტოტალური ნეკროზი.
კოხერიზაციითა და კატელბრაშის მანევრით, დიდი ტექნიკური სირთულით თორმეტგოჯა ნაწლავი მიეკერა განივ კოლინჯს.
ფაქტობრივად პაციენტი დარჩა სიცოცხლისთვის აუცილებელი წვრილი ნაწლავისა და მარჯვენა კოლინჯის გარეშე.
მსოფლიო ლიტერატურაში მსგავსი პაციენტების ლეტალობა ხშირად 60–80%-ს აღწევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესს თან ახლავს სეფსისი და ჰემოდინამიკური არასტაბილურობა.
ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე რთული ეტაპი – ინტენსიური თერაპია.
25 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რთული ბრძოლა ინფექციასთან, მეტაბოლურ დისბალანსთან ორგანოთა ფუნქციის შენარჩუნებისთვის. ერთი თვის შემდეგ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებისთვის კი მთავარი არის გუნდი!
ქირურგიული ეტაპი შესრულდა ზაზა ეზიაშვილის და მისი ქირურგიული გუნდის მიერ, სადაც თითოეული გადაწყვეტილება მიღებული იყო უკიდურესად კრიტიკულ გარემოში.
ოპერაციის შემდგომი პერიოდს მართავდა ზაზა მეტრეველი ანესთეზიოლოგიურ-რეანიმაციულ გუნდთან ერთად, რომელთა პროფესიონალიზმმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა პაციენტის გადარჩენაში.
მსგავსი შემთხვევები იშვიათია და ურთულეს გამოწვევად ითვლება მსოფლიოს წამყვან ცენტრებშიც, ისეთ კლინიკებში, როგორიცაა Mayo Clinic, Cleveland Clinic და Johns Hopkins Hospital. და, ეს ყველაფერი შეძლო გურჯაანის, ერთი საშუალო მუნიციპალიტეტის კლინიკამ სადაც გაცნობიერებული აქვთ, რომ ერთი ექიმი კარგია ხოლო გუნდი შეუჩერებული.