გადარჩენილი სოცოცხლე ჯეო ჰოსპიტალსის გურჯაანის სამედიცინო ცენტრში 

01 თებ, 2024

სასიკვდილოდ განწირული 21 წლის ახალგაზრდა, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს. მამაკაცი რომელიც რამდენიმე დღის წინ ,უგონო მდგომარეობაში და სისხლის დიდი დანაკარგით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში და სიცოცხლესთან შეუსაბამო სისხლის დანაკარგით შეიყვანა დღეს უკვე სახლში დაბრუნდა.
14 იანვარს, გურჯაანის სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში სსდ ბრიგადამ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მიტოვებული 21 წლის მამაკაცი შეიყვანა . ახალგაზრდის მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე-კრიტიკული იყო. პრაქტიკულად არ ისაზღვრებოდა არტერიული წნევა, დაცლილი იყო სისხლისაგან, აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი შემავალი სისხლმდენი ჭრილობები მუცლის ღრუში, სისხლმდენი ჭრილობა თავის, მარჯვენა მხრის, წინამხრის და მარცხენა მხრის არეში, დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად პაციენტს უტარდებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, შემოყვანიდან 25 წუთში პაციენტი უკვე გადაყვანილი იყო საოპერაციო ბლოკში სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად “ცარიელი გულის” ფონზე იბრძოდნენ ექიმი რეანიმატოლოგები ვალერი გელაშვილი, გიორგი გელაშვილი, გიორგი გიგილოშვილი, მაია მღებრიშვილი, ნინო მამასახლისი. ქირურგებისა და მკურნალი ექიმების ძალისხმევის შედეგად, სასიკვდილოდ განწირული 21 წლის ახალგაზრდა თავს კარგად გრძნობს და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, საკუთარ სახლს დაუბრუნდა.