ჰელმინთოზი

24 მაი, 2022
ჰელმინთოზი ჭიის კვერცხებით ინვაზიაა და დაახლოებით დედამიწის მოსახლეობის 93% დაავადებულია სხვადასხვა ტიპის პარაზიტებით. ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზია ენტერობიოზი, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებთან გვხვდება და მისი გამომწვევია კუდმახვილა ჭია.

დაავადებისთვის დამახასიათებელია: პერიოდული ტკივილი მუცლის არეში და გულისრევა,გაღიზიანება,მოუსვენრობა, უძილობა, თავის ტკივილი და ქავილი უკანა ტანის არეში, რაც გამოწვეულია პარაზიტის კვერცხებით, რომელსაც დებენ ანალური ხვრელის ნაოჭებში და სიცოცხლისუნარიანია 2-3 კვირის განმავლობაში, მიმოიფანტება სხვა ნივთებზე(ტანსაცმელზე, სათამაშოებზე, ჭურჭელზე ) და ისევ ხვდება ადამიანის პირის ღრუში დაბინძურებული საკვების, სასმელის ან თითების გზით. აგრეთვე დასნებოვნება შესაძლებელია კვერცხების შემცველი ჰაერით და მტვრით. მკურნალობა მედიკამენტოზურია და სასურველია ჩაიტაროს ოჯახის წევრებმაც, ვინაიდან ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, ოჯახის ერთი წევრის დასნებოვნების შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად ხდება სხვების ინვაზიაც.პროფილაქტიკისთვის დაიცავით პირადი ჰიგიენა.