ჰიპოპიზის სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ადენომა

24 მაი, 2022
ჰიპოპიზის სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ადენომა, რომელიც იწვევს ჰიპოფიზზე კომპრესიას. ასევე გვხვდება ჰიპოფიზის მენინგიომა, კრანიოფარინგიომა, გავრცელებული მეტასტაზები.

 

სიმპტომატიკა მოიცავს : თავის ტკივილს, უნილატერალურად ( მხოლოდ ერთ მხარეს ) მხედველობის ნერვის ატროფიას. ვითარდება უშაქრო დიაბეტი, გალაქტორეა (სარძევე ჯირკვლებიდან რძის სეკრეცია), ამენორეა (მენსტრუალური ციკლის არ არსებობა) მამაკაცებში იშვიათად გვხვდება ერექციული დისფუნქცია, გინეკომასტია.

დიაგნოსტიკა: ხორციელდება დეტალური ანამნეზის შეკრებით, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარების შედეგად.

მკურნალობა მოიცავს: დოპამინერგული აგონისტების გამოყენებას, ქირურგიულ ჩარევას, რადიაციულ თერაპიას.