იცოდით ჟოლოს სასარგებლო თვისებების შესახებ?
ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს A და B2 ვიტამინებს, რომლებიც კანის ტონუსზე და სიმკვრივეზე დადებითად მოქმედებენ. ჟოლო მდიდარია С ვიტამინით, რომელიც აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას. ჟოლო შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის წარმოქმნის პროცესს, აგრეთვე უხვად შეიცავს მინერალებს-მაგალითად, სპილენძს რომელიც არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.