იმერეთის რეგიონში “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო კლინიკებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კვლევები უტარდება
“ჯეო ჰოსპიტალს”-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გასვლით აქციაში, რომლის ფარგლებშიც ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ხორციელდება. “გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, უსაფრთხოებისა და რეგულაციების სრული დაცვის უზრუნველყოფით, ჩვენი ქსელი რეგიონის მასშტაბით, კიდევ ერთი მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვენელოვან კვლევებს ატარებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქცია უფასოა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი კი უმაღლესი, რასაც ხელს უწყობს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური ჯგუფები და ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები. ასეთი აქტივობა კი, რეგიონში სამედიცინო სევისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის.” – განაცხადა სამტრედიის “ჯეო ჰოსპიტალსის” მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი ლაღიძემ. მისივე თქმით, უფასო სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს.
“ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკები აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან და ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს რეგიონების სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში უფასო სკრინინგის კვლევებში ჩაერთონ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღნიშნული სამედიცინო სერვისით ათასობით ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა.
იმერეთში, ქსელის მასშტაბით, უფასო სკრინინგი განხორციელდა ზესტაფონის ამბულატორიულ და სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ერთობლივი აქციის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური ჯგუფები ვანის სამედიცინო ცენტრსაც ეწვევა.