იორმუღანლოს მოსახლეობისთვის ,,ჯეო ჰოსპტალსი“-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

18 ოქტ, 2020

17 ოქტომბერს, საგარაჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრული ოფთალმოლოგიური სამედიცინო სერვისი ადგილზე მოქმედი ამბულატორიის ბაზაზე იყო ხელმისაწვდომი.

იორმუღანლოში გამართული უფასო აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს სრულფასოვანი კვლევევბი ,,ნიუ ჰოსპიტალსის“ მაღალ კვალიფიციურმა ოფთალმოლოგებმა ჩაუტარეს. უფასო სამედიცინო აქციები ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში პარტნიორ კომპანიებთან ერთად, პერმამენტულად ტარდება, რაც ადგილზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. აქცია საერთაშორისო რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩატარადა.