იწვევს თუ არა ყავა არითმიას გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში?
ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გულის უკმარისობის მქონე პაციენტებმა, კვლევამ აჩვენა მაღალი დოზით კოფეინის გამოყენება არ ზრდის არითმიის განვითარების რისკს. სხვა კვლევის თანახმად, რეგულარული მოხმარება კოფეინის არ იყო დაკავშირებული ექსტრასისტოლურ არითმიასთან. მიუხედავად კვლევის შედეგებისა, იწვევს თუ არა კოფეინის მიღება არითმიას რჩება გადაუწყვეტელი და საკამათო. ექიმები ხშირად აძლევენ არითმიის მქონე პაციენტებს რეკომენდაციას შეამცირონ ყავის მიღება, თუმცა არ არსებობს ამის მეცნიერული დადასტურება.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ არ აჩვენა არანაირი კავშირი ყავის მიღებას და არითმიის ეპიზოდებს შორის, მკვლევარები მაინც ვერ იძლევიან გარანტიას, რომ ხანგრძლივი დროით ყავის მაღალი დოზით მიღება არ შეუწყობს ხელს არითმიის განვითარებას გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.