ჯანმრთელობის რა პრობლემას იწვევს ობი?
ობი არის სოკო, რომელსაც ყველგან ვხვდებით, განსაკუთრებით კარგად იზრდება თბილ, ტენიან ადგილზე და იწვევს ალერგიულ რეაქციას, ინფექციას, სუნთქვის პრობლემას, ასთმის მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს ასთმის სიმპტომები.
დამახასიათებელი სიმპტომებია: ცხვირში, პირში, ყელში წვის შეგრძნება, ყელის ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა, ქავილი, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ფილტვების შეშუპება და ფილტვებიდან სისხლდენა. ასევე ობმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების იშვიათი ანთებითი დაავადება პნევმონიტი.
როგორ შევამციროთ რისკი: ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სუნთქვის პრობლემები, უნდა მოერიდონ ხანგძლივად ყოფნას ანტიკურ მაღაზიებში, საუნაში, ფერმაში, ფაბრიკაში, ყვავილების მაღაზიაში, კოტეჯებში. სახლში გამოიყენეთ ჰაერის კონდიციონერი, ტენიანობის შემამცირებელი, გამოიყენეთ საღებავები, რომლებიც შეიცავენ ობის ინჰიბიტორებს, სააბაზანოებში გამოიყენეთ საწმენდი საშუალება, რომლიც ასუფთავებს ობისგან, არ გამოიყენოთ საძინებლებში ან სააბაზანოებში ხალიჩები, ან ხშირად გაასუფთავეთ იგი.