ჯანსაღი ცხოვრების სტილის როლი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირებაში
ნაწლავის სიმსივნე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის სიმსივნედ ითვლება. უფრო გავრცელებულია მამაკაცებში და რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. მამაკაცებს 50 წელს ზემოთ, რომლებსაც აქვთ ნაწლავის სიმსივნის განვითარების მაღალი გენეტიკური რისკი – 29% – ჯანსაღი ცხოვრების სტილით შეუძლიათ ეს რისკი შეამცირონ 13 %-მდე.
ნაწლავის სიმსივნის რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის, წითელი ხორცის ნაწარმის მიღება, ჭარბი წონა, მოწევა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები.
ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველასთვის სასარგებლოა, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმათთვის ვისაც აქვთ მაღალი გენეტიკური რისკი: ცხოვრების სტილის შეცვლით ნაწლავის სიმსივნის თავიდან აცილება შესაძლებელია.
ნაწლავის სიმსივნის პრევენცია: მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლის მიღება ზომიერად, სხეულის მასის კორექცია, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, კვების რაციონში ხორცის ნაწარმის შემცირება და მეტი ბოჭკოვანი პროდუქტების მიღება.
http://www.medicalnewstoday.com/releases/313198.php.