„ჯეო ჰოსპიტალს“-ი მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში მოსახლეობას იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობის ზრდის გარდა ჯავშნის გამარტივებულ სერვისსაც სთავაზობს

12 ივლ, 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში „ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული; მათში იმუნიზაციის მომსახურებას აწარმოებს 23 სამედიცინო გუნდი.  „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები.

ქსელის მასშტაბით აცრები წარმოებს სინოფარმის, სინოვაკისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით. რეგისტრაციის გაადვილების მიზნით, ადგილზე, სამედიცინო ცენტრებში, ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელთან დაკავშირების შედეგად, შესაძლებელია, დაჯავშნოთ ვაქცინაციაზე ვიზიტი.

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი, რომელიც მაქსიმალურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვასა და ვაქცინაციაში, ახალ ეტაპზე გადადის, ამის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად მოსახლეობის ხელმისაწვდომობა აცრებზე გავზარდეთ, ასევე ვიზრუნეთ რეგისტრაციის გამარტივებაზეც“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გენერალურმა დირექტორმა  ზურაბ ქიტოშვილმა.

ვაქცინაციის ჯავშანი ხელმისაწვდომია როგორც სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე https://booking.moh.gov.ge/, ასევე “ჯეო ჰოსპიტალს”-ის ასისტანსის სამსახურისა https://gh.ge/ka/contact/#online-help და რეგიონების სამედიცინო ცენტრებში  მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით. (2505222)

ქსელის მასშტაბით  ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი იმუნიზაციის კაბინეტები კვირაში 7 დღის დატვირთვით მუშაობს.