,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ,,პოსტ-კოვიდის მართვის პროგრამას“ ახალი სერვისი დაემატა

02 თებ, 2022

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში  კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდის მართვის პროგრამის ფარგლებში ახალი სერვისი დაემატა. პაციენტებს ,,ჯეო ჰოსპიტალსის” გურჯაანის სამედიცინო ცენტრი გამოცდილი  ფსიქოლოგის მომსახურებას სთავაზობთ.

,,სტრესსა და დეპრესიას თითქმის მთელი მსოფლიო ებრძვის და ეს არახალია, მაგრამ პანდემიის პერიოდში საგანგაშო მასშტაბები მიიღო. განსაკუთრებით თავი იჩინა, უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტებში. მიღებული გამოცდილების ფონზე  პოსტ-კოვიდ სიმპტომებიდან   უკვე ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული  ჩივილია. აქედან გამომდინარე ჩვენი ქსელი, რომელიც ორიენტირებულია რეგიონში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს   ადგილზე   მაღალი  ხარისხის   მომსახურეობა, ავამოქმედეთ   ფსიქოლოგის  კაბინეტი. მნიშვნელოვანია , რომ  ახალი სერვისი  ,, პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში დაემატა და პაციენტები  სხვა ძვირადღირებულ კვლევებთან ერთად  30 % ფასდაკლებით ისარგებლებენ.“-განაცხადა   ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის „ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის  ხელმძღვანელმა   გელა ორველაშვილმა. მისივე თქმით სამედიცინო ცენტრის ბაზაზე უკვე რამდენიმე თვეა რაც ,,  პოსტ-კოვიდის მართვის პროგრამა“ წარმატებით მუშაობს, რომლის ფარგლებშიც  პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის,   მაღალ ტექნოლოგიური კვლევები   შეღავათიან ფასში მიიღონ.სამედიცინო ცენტრში  კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის ფსიქოლოგის მომსახურება კვირაში სამი დღის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.პოსტ-კოვიდური ჩივილების მქონე პაციენტებს  ადგილზე გამოცდილი ,პროფესიონალი ფსიქოლოგი თეონა მუყმანიანი მართავს. პირველი ვიზიტი და კონსულტაცია უფასოა.