,, ჯეო ჰოსპიტალს”-ის მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ყველაზე აქტუალურ თემებზე რადიო ,,მარნეულის” გადაცემაში ,,მნიშვნელოვანი დეტალი” ისაუბრა
კორონა ვირუსის ახალ შტამზე, მის მართვაზე და მკურნალობის დეტალებზე ისაუბრა რეანემატოლოგმა ტატა შენგელაიამ, რომლის თქმითაც კორონა ვისუსის ახალი შტამის გავრცელების სისწრაფე ისეთი მაღალია, რომ ერთ კვირაში მლიანად ჩაანაცვლებს ,,დელტას“. მისივე თქმით ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს აცრილი, რადგან ხშირ შემთხვევაში ასეთი პაციენტების მართვა სახლის პირობებშია შესაძლებელი.
,, მინდა ვთქვა, რომ ბუსტერ დოზა ომიკრონით დაინფიცირების რისკს ამცირებს ან თუ მაინც შეხვდა მესამედ აცრილ ადამიანს, გართულებებისგან იცავს, ამ შტამით ინფიცირებისას მაღალი სიცხეები გრძელდება 4-5 დღე , რასაც თან ახლავს მშრალი ხველა და სურდო. ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ბავშვებში, მოზარდებსა და ხანდაზმულებში – ყველა ასაკშია შესაძლებელი მისი მკურნალობა სახლის პირობებში, თუმცა თუ პაციენტს თანმხლები დაავადებებიც აქვს, უმჯობესია კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა. ჩვენ ომიკრონს, ჩვეულებრივ პროტოკოლის მიხედვით ვმკურნალობთ და თუ თანმხლები დაავადებაცაა, ასეთ შემთხვევაში, ცალკე ამ დაავადებებზე ვმკურნალობთ პაციენტებს” – აღნიშნა,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ . მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ -კორონას პერიოდის შემდგომი სწორი მართვა, რადგან , არის შემთხვევები როდესაც პაციენტებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვითარდებათ შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინოლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემები. ,, თუნდაც მსუბუქად მოიხადოს პაციენტმა ვირუსი, მთელი რიგი დაავადებები იჩენს თავს. ენდოკრინოლოგიური, ნერვული, კარდიოლოგიური, თმის ცვენა, სისუსტე, თავის ტკივილი, კანკალი და კიდევ ბევრი. ამიტომ, აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები და ჩავიტაროთ ვაქცინაცია , რადგან ინფიცირების შემთხვევისას მაქსიმალურად დაცული შეხვდეს ორგანიზმი ვირუსს. ასევე შევამციროთ თანმხლები გართულებების რისკიც“-განაცხადა შენგელაიამ. მან აცრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს და დღის განმავლობაში აცრას 150 ადამიანი იკეთებს. უმრავლესწილად აცრის მსურველები 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან, რომელთა გააქტიურებაც წამახალისებელ 200 ლარიან აქციას უკავშირდება, თუმცა იმუნიზაციის მაჩვენებელი ახალგაზრდებიც მატულობს .