,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქუთაისის და მარნეულის სამედიცინო ცენტრებში საექთნო ტრენინგები ჩატარდა

17 მარ, 2022

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელის მასშტაბით აქტიურად გრძელდება ტრენინგები კომპანიაში დასაქმებული ექთნებისთვის. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში პროფესიონალმა ტრენერებმა ,სამედიცინო  პერსონალს ყველაზე აქტუალურ თემებთან დაკავშირებული სიახლეები,  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოთხოვნები და პრევენციული სამოქმედო გეგმა გააცნეს.

“თანამედროვე გამოწვევებმა დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანდაცვისთვის, მომზადებული საექთნო პერსონალი, უწყვეტი სამედიცინო განათლება კი ცოდნის განმტკიცებისა და განახლების ყველაზე ეფექტური წყაროა“ -განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს-“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ , რომლის ხელმძღვანელობითაც მთელი ქსელის მასშტაბით, რეგიონების კლინიკებში ექთნებისთვის ინტენსიურად ტარდება ტრენინგები  სხვადასხვა მიმართულებით. პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისისა და მარნეულის კლინიკებში. ამ ეტაპზე  ტრენინგების შინაარსი  მოიცავს როგორც საექთნო პროცედურებს, ისე პრევენციულ ღონისძიებებს.