„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის გუნდმა მორიგი ტრენინგი „თბილისის გულის ცენტრი“-ს მედიკოსებისთვის გამართა
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის მიერ 20-21 აგვისტოს შპს „თბილისის გულის ცენტრის“ ექიმებისთვის ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა – „კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა“. პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენინგს ცენტრის კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები და კარდიოქირურგები დაესწრნენ.
საკუთარი გამოცდილება და სიახლეები კოლეგებს გააცნეს: კახა გზობავამ – ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური დირექტორი; ხათუნა ბარბაქაძე – კარდიოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური სამსახურის მენეჯერი; ნონა გოშაძემ – BLS ტრენერი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსმა გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში კოლეგებმა „კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვის მიმართულებით მსოფლიო სიახლეები და პროგრამით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:
სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS, ეკგ ინტერპრეტაცია, გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS, პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC , რეანიმაციული გუნდი.
პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია. ყველა რეგისტრირებულ ექიმს მიენიჭა 24 კრედიტქულა.