„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის გუნდმა მორიგი ტრენინგი „თბილისის გულის ცენტრი“-ს მედიკოსებისთვის გამართა

21 აგვ, 2021

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის მიერ 20-21  აგვისტოს  შპს „თბილისის გულის ცენტრის“ ექიმებისთვის ჩატარდა  უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა –  „კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა“. პროგრამის ფარგლებში  გამართულ ტრენინგს  ცენტრის კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები  და  კარდიოქირურგები დაესწრნენ.

საკუთარი გამოცდილება და სიახლეები კოლეგებს გააცნეს: კახა გზობავამ – ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური დირექტორი; ხათუნა ბარბაქაძე – კარდიოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური სამსახურის მენეჯერი; ნონა გოშაძემ – BLS ტრენერი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსმა გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში კოლეგებმა „კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვის  მიმართულებით მსოფლიო სიახლეები და პროგრამით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS, ეკგ ინტერპრეტაცია, გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS, პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC , რეანიმაციული გუნდი.

პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია. ყველა რეგისტრირებულ ექიმს მიენიჭა 24 კრედიტქულა.